ზოიძე: სანამ უმრავლესობა არ შეჯერდება, ნარკოტიკებზე კანონპროექტი პლენარულზე არ გავა

ზოიძე: სანამ უმრავლესობა არ შეჯერდება, ნარკოტიკებზე კანონპროექტი პლენარულზე არ გავა
12 / 01 / 2018 19:02

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, სანამ მცირე ოდენობით ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტზე საპარლამენტი უმრავლესობის პოზიციები არ შეჯერდება, პროექტი პლენარულ სხდომაზე არ გავა.

დღეს აღნიშნული კანონპროექტი მეცნიერებათა აკადემიაში განიხილეს. შეხვედრას კანონპროექტის ინიციატორები და სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ. შეხვედრაზე, ვისაც კანონპროექტთან დაკავშირებით საწინააღმდეგო პოზიცია აქვს, პროექტის განხილვის შეჩერება მოითხოვეს.

"როგორც ხედავთ დიამეტრულად საწინააღმდეგო პოზიციებია. კომიტეტი ჩავატარეთ იმისთვის, რომ გვეთქა, აქამდე რაზე შევჯერდით. დღეს შენიშვნები თუ იყო გამოთქმული, იყო ინიცირებულ ვარიანტზე და არა შეჯერებულ ვარიანტზე, რომელიც კომიტეტზე წარვადგინეთ", - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

შეგახსენებთ, აღნიშნული კანონპროექტი რამდენიმე კვირის წინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილეს, სადაც მას მხარი პირველი მოსმენით პრინციპების დონეზე დაუჭირეს. 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება