დიმიტრი ლორთქიფანიძე: ცდილობენ, საქართველო მაროკოს მსგავსად ნარკოტურიზმის ოაზისად აქციონ

დიმიტრი ლორთქიფანიძე: ცდილობენ, საქართველო მაროკოს მსგავსად ნარკოტურიზმის ოაზისად აქციონ
13 / 01 / 2018 13:28

"დემოკრატიული მოძრაობის" წევრის დიმიტრი ლორთქიფანიძის შეფასებით, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტშია წარმოდგენილი, ნარკოტიკების რეალიზატორებისთვის სასჯელის შემსუბუქებას ითვალისწინებს.

მისი თქმით, ამ კანონპროექტის უკან დგას ძალა, რომელიც ცდილობს, „საქართველო მაროკოს მსგავსად ნარკოტურიზმის ოაზისად აქციოს“.

დიმიტრი ლორთქიფანიძე ითხოვს, რომ პირველ რიგში ნარკორეალიზაციის ყველანაირი შესაძლებლობა შეიზღუდოს.

„ნარკობარიგები, რომლებიც წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით თუ კი აქამდე უნდა დასჯილიყვნენ 8-დან 20-მდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით, დღეს მათი მაქსიმალური სასჯელის ვადა წარმოდგენილი პროექტის მიხედვით არის 3-დან 8 წლამდე. მაშინ როცა არსებობდა უკანონო გასაღება, დღეს არის გავრცელება, გამიჯნულია გავრცელება გასაღებისგან, დამზადება-წარმოებისგან, უამრავი რამ არის ჩადებული ისეთი, რაც ჩვენ გვაფიქრებინებს, რომ ამ ყველაფრის უკან დგას ძალიან სერიოზული ძალა, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს, საქართველო მაროკოს მსგავსად აქციოს ნარკოტურიზმის ოაზისად, იმ დონემდე, რომ აქვე ხდებოდეს წარმოებები, დამზადებები. ამავე დროს, თუ ვინმე ბარიგას დაიჭერენ გასაღებაზე, შესაბამისი პირობის გათვალისწინებით ის დაკვალიფიცირდეს როგორც გავრცელება და არა გასაღება, და შესაბამისად მის მიმართ დადგენილი სასჯელის ვადა კიდევ უფრო შემცირდეს“, - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ „კავკასიის“ ეთერში და აქვე ამბობს, რომ „ყველა ნარკოტიკული საშუალების ლეგალიზაცია და დეკრიმინალიზაცია უნდა შეჩრდეს“. 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება