ბობოხიძე: ივანიშვილის კომპანიას სასათბურე პირობები ექმნება, მოსახლეობას კი ცხოვრება უძვირდება

ბობოხიძე: ივანიშვილის კომპანიას სასათბურე პირობები ექმნება, მოსახლეობას კი ცხოვრება უძვირდება

„ჩვენ ვხედავთ რომ ერთის მხრივ ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის იქმნება სასათბურე პირობები და მეორეს მხრივ საქართველოს მოსახლეობას გადასახადების გაზრდით უძვირდებათ ცხოვრება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკაკი ბობოიძე აცხადებს.

„კომპანია Bitfury_მა გამოაქვეყნა დენის ტარიფები რომლითაც ის სარგებლობდა წლების განმავლობაში და ეს ტარიფები 2016 წელს შეადგენდა 16,8 თეთრს, 2017 წელს - 12.3 თეთრს ხოლო 2018 წლიდან მისი ტარიფი ქინება 13.6 თეთრი. ჩვენ შეგვიძლია შევადაროთ ეს ტარიფები ანალოგიურ პერიოდში თუ რას იხდიდა საქართველოს მოსახლეობა დენში და ისინი იხდიდნენ გაცილებით მეტს. ყველაზე გაჭირვებული ფენა საქართველოში რომელიც არ ხარჯავს 100 კილოვატზე მეტს ანუ ერთი ნათურის მეტი არ აქვს ჩართული იხდის 14.5 თეთრს, მოსახლეობა რომელიც ხარჯავს 100დან 300 კილოვატამდე იხდის 18,5 თეთრს, ხოლო დარჩენილი მოსახლეობა, ვინც 300 კილოვატზე მეტს მოიხმარს იხდის 23 თეთრს. “Bitfury”_ს მიერ გადახდილი თანხა დენის ტარიფში არის გაცილებით ნაკლები საქართველოს მოსახლეობასთან შედარებით.

Bitfury_მა გამოაქვეყნა მხოლოდ დეკემრბის თვეში მის მიერ დახარჯული ელექტრო ენერგიის რაოდენბა და მან შეადგინა 27 ათასი მეგავატი, ანუ “Bitfury”_მა დეკემბრის თვეში დახარჯა მეტი ვიდრე კახეთის რეგიონმა.

ჩვენი მთავარი პრეტენზია ეხება საქართველოს ხელისუფლებას, რომელმაც გადასცა 18 ჰექტარი მიწა ერთ ლარად და შეუქმნა მას სასათბურე პირობები თავისუფალი ეკონომიკური ზონით. ევროპული საქართველოს შეკითხვა არის თუ რა განსაკუთრებული საჭიროება დაინახა ხელისუფლებამ კომპანია „Bitfury“სთვის რომ მიენიწებინა განსაკუთრებული თავისუფალი ეკონომიკური ზონის სტატუსი და რატომ არ აკეთებს იგივეს უფრო სტრატეგიული, მსხვილი და ქვეყნისთვის უფრო საჭირო ობიექტების მიმართ. უფრო მეტიც რატომ არის, რომ საქართველოს ხელისუფლება არათუ არ ათავისუფლებს გადასახადებიდან ქართულ ბიზნეს არამედ დაბლაც არ უწევს გადასახადს“, - აღნიშნა აკაკი ბობოხიძემ. 

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები