2017 წელს გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხამ 8 651 243 ლარი შეადგინა

2017 წელს გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხამ 8 651 243 ლარი შეადგინა

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამართალდამრღვევებს (როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს) ჯარიმის სახით, ჯამში 4 658 500 ლარი დაეკისრათ.

"2017 წლის განმავლობაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის სამართალდარღვევის 11 625 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 11 110 ფაქტი, ხოლო სისხლის სამართლის 515 ფაქტი, რომელთა მასალებიც სამართალდამცავ ორგანოებში გადაიგზავნა" - აღნიშნულია ინფორმაციაში.
 

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები