თეა წულუკიანი კარიბის ზღვის რეგიონის სახელმწიფოთა სამიტზე გაემგზავრა

თეა წულუკიანი კარიბის ზღვის რეგიონის სახელმწიფოთა სამიტზე გაემგზავრა
15 / 01 / 2018 12:50

იუსტიციის მინისტრი სპეციალური მიწვევით ანტიგუა და ბარბუდაში გაემგზავრა. თეა წულუკიანი კარიბის ზღვის რეგიონის მაღალი დონის სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

სამიტზე − „21-ე საუკუნის მმართველობა“ − მინისტრი სიტყვით გამოვა და ქართული რეფორმების შესახებ პრეზენტაციას გამართავს.

მინისტრი სამიტის მონაწილეებს ელექტრონული მმართველობის, საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობის, საზოგადოებრივი ცენტრების კონცეფციისა და იუსტიციის სახლების ფუნქციონირების შესახებ გამოცდილებას გაუზიარებს; ისაუბრებს გამჭვირვალე მმართველობის სისტემის ფორმირებისათვის სახელმწიფოში გატარებულ რეფორმებზე, რომლებმაც საქართველოს საერთაშორისო აღიარება მოუტანა და რომელთა შედეგად გასული წლის სექტემბერში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები კარიბის ზღვის რეგიონში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სამიტის მონაწილე ქვეყნების დელეგაციებთან.

ანტიგუა და ბარბუდაში იუსტიციის მინისტრის ვიზიტი 19 იანვარს სრულდება.

ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება