კახა კალაძე "რუსთავი 2"-ს: არ მოგცემთ საზოგადოების სიცრუეში შეყვანის შესაძლებლობას

კახა კალაძე "რუსთავი 2"-ს: არ მოგცემთ საზოგადოების სიცრუეში შეყვანის შესაძლებლობას

''ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ამასთან დაკავშირებით ჩემს საკუთარ ფეუსბუქგვერდზე მიმართვა გავაკეთე. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 2018 წელს თეთრით არ გაზრდილა, მხოლოდ და მხოლოდ სახელის ცვლილება მოხდა. ის რომ დანამატი და თანამდებობრივი სარგო ცალ-ცალკე იყო გაერთიანდა და დაერქვა ხელფასი. ასე რომ არცერთი თეთრით არ გაზრდილა. ეს არის პარტია "რუსთავი 2'-ის მიერ გაჟღერებული სიცრუე, თითქოს თბილისის მერიაში მოადგილეებს გაეზარდათ ხელფასები. კიდევ ვიმეორებ, ეს არის ძალინ დიდი ტყუილი" - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთანაც ოპოზიციის ბრალდებებს.

ჟურნალისტებს კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ მოადგილე ხელფასი 2500 ლარი აქვს, პროექტის დამტკიცების შემდეგ გახდება 6000 ლარამდე, ნიშნავს თუა რა ეს ხელფასის გაზრდას?, - დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ მერის მოადგილეებს 2500 ლარი ხელფასი არ ჰქონიათ.

"2500 ლარი არ ჰქონია ხელფასი. იყო დანამატი და თანამდებობრივი სარგო. საერთო ჯამში ეს იყო თანხა, რაც დღეს აქვს. ეს იყო თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს (ასე მიმართა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს.ავტ), ასე იყო დავით ნარმანიას დროს და ასეა დღეს. ასე, რომ არაფერი შეცვლილა. თქვენ გინდათ საზოგადოება შეიყვანოთ შცდომაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, წლები, როდესაც ჯიბეში გედოთ ყველაფერი, ყველა ტელევიზია და შეუძლებელი იყო სიმართლის მიწოდება საზოგადოებისთვის, დღეს გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა. მედია არის თავისუფალი, უამრავი შესაძლებლობაა იმის, რომ თქვენ არ მოგცეთ საზოგადოების სიცრუეში შეყვანის შესაძლებლობა", - განაცხადა კახა კალაძემ.

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები