სერგი კაპანაძე მუხთარლის საქმეზე: გაჩუმებით და არაფრის კეთებით ეს საქმე არ მოგვარდება

სერგი კაპანაძე მუხთარლის საქმეზე: გაჩუმებით და არაფრის კეთებით ეს საქმე არ მოგვარდება

"საერთაშორისო ზიანი, რომელიც საქართველომ მიიღო მუხტარლის საქმიდან გამომდინარე უფრო ღრმავდება", - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე აფგან მუხტარლის საქმეს.

"ჩვენ ვნახეთ განცხადებები, რომელიც ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა ევროკავშირმა და აშშ-მ გააკეთეს. აქედან სწორი გამოსავალი ახლა არის ის, რასაც "ევროპული საქართველო" ბოლო თვეებია მთავრობას სთავაზობს - საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტის შიგნით, გამჭვირვალე გამოძიების წარმოება, რომელსაც ექნება ყველანაირი ლეგიტიმაცია რომ დადოს სწორი დასკვნები და რა თქმა უნდა ამის შედეგი უნდა იყოს კონკრეტული პიროვნებების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. ეს არის ერთადერთი სწორი გამოსავალი. მთავრობის დამოკიდებულება, რომ მიჩქმალოს ეს თემა თითქოს არაფერი მომხდარა იქნება უეფექტო. ეს არის ძალიან რეზონანსული საქმე. გაჩუმებით და არაფრის კეთებით ეს საქმე არ მოგვარდება", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ცნობისთვის, ბელაქნის სასამართლომ თბილისიდან გაუჩინარებულ აფგან მუხთარლის 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა. აზერბაიჯანის პროკურატურა ჟურნალისტისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. გამოძიება მას საზღვრის უკანონო კვეთას, კონტრაბანდას და მესაზღვრეების დაუმორჩილებლობას ედავება.

აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს ბელაქნის რაიონის ტერიტორიაზე დააკავეს. ცნობისთვის, ჟურნალისტი და მისი მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა აცხადებენ, რომ ის თბილისიდან სპეცსამსახურებმა გაიტაცეს.

ზვიად დევდარიანი 8 პირის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

ზვიად დევდარიანი 8 პირის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

06 ივნისი, 2018

"სიდას" ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის 8 ივნისს სამოქალაქო კოლეგიაში სარჩელს 8 პირის წინააღმდეგ შეიტანს. როგორც მისმა ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა...

ახალი სტატიები