პრეზიდენტი: საზმაუ მედიამრავალფეროვნებასთან დაპირისპირებული არ უნდა იყოს

პრეზიდენტი: საზმაუ მედიამრავალფეროვნებასთან დაპირისპირებული არ უნდა იყოს
15 / 01 / 2018 17:36

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ "მაუწყებლის შესახებ" კანონპროექტს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს გადაუგზავნა.

როგორც პრეზიდენტი აცხადებს, მას შენიშვნა აქვს 2 ძირითად საკითხთან დაკავშირებით.

მისი თქმით, პირველი მოტივირებული შენიშვნები ეხება მედიის სარეკლამო ბაზრის საკითხს.

"ყველამ ვიცით, საქართველოს მოქალაქეების გადასახადებით ფინანსდება საზოგაოდებრივი მაუწყებელი და ეს არის ნამდვილად ის სიკეთე, რომელსაც ჩვენ ბიუჯეტის მეშვეობით ვაფინანსებთ. მიხარია, რომ ასეთი დაფინანსების ფორმით არსებობს საზოგადოებრივი მუწყებელი, თუმცა, აგრეთვე მინდა მოგახსენოთ, რომ საქართველოში ბაზარი, რომელიც ასაზრდოებს კერძო ტელევიზიებს, არის მილევადი და მუდამ კლებადი. ამ ბაზარზე კონკურენციაში შესულია არაერთი დამოუკდიებელი კომერციული არხი. გადაწყვეტილება, რომ უკვე ჩვენი გადასახადებით ბიუჯეტიდან დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი შევიდეს როგორც ერთ-ერთი მოთამაშე ამ კონკურენტულ ბაზარზე, ჩემი აზრით პრობლემურია. პირველ რიგში პრობლემურია იმიტომ, რომ მედიამრავალფეროვნება არის ის სიკეთე, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის, საქართველოსთვის, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოსათვის, რაც მნიშვნელოვანია, რადგან მედია რეალურად ჩვენს ქვეყანაში მეოთხე ხელისუფლების როლს ასრულებს. იგი ვერ შეასრულებს ამ როლს, თუ მას არ ექნება საარსებო რესურსი და თუ მედიამრავალფეროვნება არ იქნება უზრუნველყოფილი. შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც სიკეთე, არ უნდა იყოს დაპირისპირებული მეორე სიკეთესთან - მედიამრავალფეროვნებასთან. ხოლო, როგორც ასეთი პრივილეგირებული მოთამაშე, რომელიც უკვე დაფინანსებულია ბიუჯეტის ფულით... მინდა აღვნიშნო ეს დაფინანსება იმდენად დიდია, რომ მთელ სარეკლამო ბაზრის ფაქტიურად ნახევარს წარმოადგენს, როცა ეს პრივილეგირებული მოთამაშე შედის კონკურენტულ ბაზარში, ბუნებრივია კონკურენცია ზარალდება და ჩვენ შეიძლება შედეგად მივიღოთ მედია დივერსიფიკაციის, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დემოკრატიული სიკეთის დაზარალება, რაც ჩემთვის მიუღებელია", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტისთვის ასევე მიუღებელია კანონპროექტში გაწერილი შესყიდვების საკითხი.

"სრულიად ვეთანხმები მოსაზრებას, რომ არსებული კანონი უქმნის პრობლემას როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს, ასევე სხვა უწყებებს, რომლებიც ინტელექტუალურ საკუთრებას ყიდულობენ და მათი საქმიანობის ნაწილია. მეტიც, ეს კანონი აუცილებლად შესაცვლელია, თუმცა, ის, რასაც გვთავაზობს არსებული კანონი, არის არა ჩანაცვლება ხისტი არსებული კანონისა უკეთესი ევროპული სტანდარტით, არამედ საერთოდ გაუქმება ფაქტიურად იმ რეგულაციების, რომლებიც შექმნილია იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების გადასახადებისგან დაფინანსებული ფული იხარჯებოდეს გამჭვირვალედ.

რა თქმა უნდა მივესალმებოდი, რომ იყოს ნაბიჯი წინ ევროპული სტანდარტისკენ, მაგრამ ეს არ არის სამწუხაროდ კანონში აღწერილი.

შესაბამისად, დღეს ჩვენ ვუბრუნებთ პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყბელის შესახებ კანონს , ამ 2 ძირითადი მოტივირებული შენიშვნით, იმედი მაქვს, რომ პარლამენტი კარგად გაიაზრებს ჩვენს მიერ წამორგდენილ ვეტოს და გადაწყვეტილებას მიიღებს, როგორც მედიაპლურალიზმის შესანარჩუნებლად და ჯანსაღი კონკურენციის შენარჩუნების თვალსაზრისით, ასევე სახელმწიფო სახსრების ყაირათიანი და გამჭვირვალე ხარჯვის მიმართულებით", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება