ირაკლი კობახიძე უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს შეხვდა

ირაკლი კობახიძე უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს შეხვდა
18 / 01 / 2018 09:51

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, დელეგაციასთან ერთად, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.

ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ირაკლი კობახიძემ უკრაინელ კოლეგასთან, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე ანდრიი პარუბისთან გამართა.

საუბრის მთავარი თემა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობა და ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების საკითხები იყო. აღინიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინას ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია.

რეგიონში არსებულ საერთო გამოწვევებზე საუბრისას, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქვეყნებმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო ფორმატში კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოსა და უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს. მხარეებმა ერთმანეთს ქვეყნების დასავლური მისწრაფებების, ასევე, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წარმომადგენლობითი შემადგენლობა უკრაინულ-ქართული თანამშრომლობის მიმართ მაღალ ინტერესს ცხადყოფს. მისი თქმით, ქართველ და უკრაინელ ხალხს განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებს. პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინელ ხალხს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ხალხებს შორის ურთიერთობა და მეგობრობა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაში.

მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს უკრაინელ მეგობრებს იმისათვის, რომ ისინი მთელი ამ წლების მანძილზე განუხრელად უჭერდნენ მხარს ჩვენ სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოსთვის ყველაზე მძიმე წუთებში უკრაინა, ჩვენი უკრაინელი მეგობრები იდგნენ ქართველი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს გვერდით.

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ და ვადასტურებთ ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის უპირობო მხარდაჭერას. ვგმობთ ყირიმის ანექსიას და ასევე, რუსეთის ფედერაციის აგრესიულ და უკანონო ქმედებებს უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში.

ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს საერთო გამოწვევები და საერთო მიზნები. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება იმისათვის, რომ ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ და ჩვენს საერთო მიზნებს მივაღწიოთ. ჩვენი საერთო მიზანია ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება და ძალისხმევის გაერთიანება ამ კუთხითაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: სერგი კაპანაძე, სოფიო ქაცარავა, კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე, დავით მათიკაშვილი, გიორგი მოსიძე, ბექა ოდიშარია და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან. 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება