კახიძე: წინა ხელისუფლების დროს ქვეყანაში დანაშაულის მაჩვენებელი მაინც იყო გაცილებით დაბალი

კახიძე: წინა ხელისუფლების დროს ქვეყანაში დანაშაულის მაჩვენებელი მაინც იყო გაცილებით დაბალი

"ევროპული საქართველოს" წევრი ოთო კახიძე პროკურატურას ხელისუფლების დაკვეთების შემსრულებელს უწოდებს და აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.

"ქართულმა ოცნებამ“ ის მანკიერება, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას, თავის თავზე მოირგო, ოღონდ განსხვავებით იმდროინდელი პროკურატურისგან, დანაშაულის მაჩვენებელი მაინც იყო ქვეყანაში გაცილებით დაბალი და ამ მიმართულებით ართმევდა პროკურატურა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემა დაკისრებულ მოვალეობას თავს. ჩვენ ახლა გვაქვს ვითარება, როდესაც პროკურატურას იყენებენ დაკვეთების შესასრულებლად, მაგრამ კრიმინოგენული მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება,“ - აცხადებს ოთარ კახიძე.

ზვიად დევდარიანი 8 პირის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

ზვიად დევდარიანი 8 პირის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

06 ივნისი, 2018

"სიდას" ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის 8 ივნისს სამოქალაქო კოლეგიაში სარჩელს 8 პირის წინააღმდეგ შეიტანს. როგორც მისმა ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა...

ახალი სტატიები