კახა კალაძე: დარღვევით მიმდინარე სამუშაოების გამო შეჩერებულ იქნა 54 ობიექტი

კახა კალაძე: დარღვევით მიმდინარე სამუშაოების გამო შეჩერებულ იქნა 54 ობიექტი

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც თითქმის ყველა მთავრობის სხდომაზე ვსაუბრობთ, არის სამშენებლო სამართალდარღვევების სტატისტიკა. შემაშფოთებელია ის ფაქტები, რასაც ჩვენი ზედამხედველობის სამსახური ყოველდღიურად აწყდება. მინდა გაგაცნოთ ზედამხედველობის სამსახურის მიერ მომზადებული სტატისტიკა:

• 2017 წლის 20 ნოემბრიდან 2018 წლის 17 იანვრის ჩათვლით სამშენებლო საკითხების მოწესრიგებასთან დაკავშირებით ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება მიეცა 200-ზე მეტ სამშენებლო ობიექტს.

• უსაფრთხოების ნორმებისა და სამშენებლო პროექტის დარღვევებზე დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება 126 ობიექტის მიმართ.

• დარღვევით მიმდინარე სამუშაოების გამო შეჩერებული იქნა 54 ობიექტი.

• სამშენებლო სამართალდარღვევებზე მიღებული დადგენილებით დაკისრებული საჯარიმო თანხის მთლიანი ოდენობა შეადგენს 627 000 ლარს.~

როგორც ხედავთ, ძალიან საგანგაშო ციფრები წარმოვადგინე, რა თქმა უნდა ჩვენ თავი არ უნდა დავუხაროთ ამ გამომწვევებს, პირიქით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვაწესრიგოთ ეს მიმართულება. ჩვენ ვზრუნავთ იმ ადამიანების უსაფრთხოებაზე, რომლებიც კონკრეტულ უბნებზე მუშაობს. არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ იმას, რომ მიწები დაიტაცონ და უკანონოდ განახორციელონ მშენებლობები.

მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ბატონ გიორგი ბაგრატიონს, რომ რეაგირების გარეშე არ დავტოვოთ სამშენებლო სამართალდარღვევის არცერთი ფაქტი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები