კალაძე: არ დავუშვებ მიწები დაიტაცონ და უკანონოდ განახორციელონ მშენებლობები

კალაძე: არ დავუშვებ მიწები დაიტაცონ და უკანონოდ განახორციელონ მშენებლობები
18 / 01 / 2018 11:41

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

"კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც თითქმის ყველა მთავრობის სხდომაზე ვსაუბრობთ, არის სამშენებლო სამართალდარღვევების სტატისტიკა. შემაშფოთებელია ის ფაქტები, რასაც ჩვენი ზედამხედველობის სამსახური ყოველდღიურად აწყდება. მინდა გაგაცნოთ ზედამხედველობის სამსახურის მიერ მომზადებული სტატისტიკა:

• 2017 წლის 20 ნოემბრიდან 2018 წლის 17 იანვრის ჩათვლით სამშენებლო საკითხების მოწესრიგებასთან დაკავშირებით ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება მიეცა 200-ზე მეტ სამშენებლო ობიექტს.

• უსაფრთხოების ნორმებისა და სამშენებლო პროექტის დარღვევებზე დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება 126 ობიექტის მიმართ.

• დარღვევით მიმდინარე სამუშაოების გამო შეჩერებული იქნა 54 ობიექტი.

• სამშენებლო სამართალდარღვევებზე მიღებული დადგენილებით დაკისრებული საჯარიმო თანხის მთლიანი ოდენობა შეადგენს 627 000 ლარს.

როგორც ხედავთ, ძალიან საგანგაშო ციფრები წარმოვადგინე, რა თქმა უნდა ჩვენ თავი არ უნდა დავუხაროთ ამ გამომწვევებს, პირიქით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვაწესრიგოთ ეს მიმართულება. ჩვენ ვზრუნავთ იმ ადამიანების უსაფრთხოებაზე, რომლებიც კონკრეტულ უბნებზე მუშაობს. არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ იმას, რომ მიწები დაიტაცონ და უკანონოდ განახორციელონ მშენებლობები.

მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ბატონ გიორგი ბაგრატიონს, რომ რეაგირების გარეშე არ დავტოვოთ სამშენებლო სამართალდარღვევის არცერთი ფაქტი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება