მაღრაძე: ხელისუფლებაში მეტი ქალი უნდა იყოს, ამ მხრივ საზოგადოება ზოგიერთ პარლამენტარზე წინაა

მაღრაძე: ხელისუფლებაში მეტი ქალი უნდა იყოს, ამ მხრივ საზოგადოება ზოგიერთ პარლამენტარზე წინაა

"ვეთანხმები ჩვენ საზოგადოებას, რომ პარლამენტსა და ადგილობრვ ხელისუფლებაში ცოტა ქალია წარმოდგენილი. ვთვლი, ჩვენი საზოგადოება ამ საკითხში უფრო წინ არის წასული, ვიდრე ზოგიერთი პარლამენტარი", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ "აიპრესს" NDI-ის კვლევასთან დაკავშირებით განუცხადა.

გუგული მაღრაძე ფიქრობს, რომ პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე გენდერული კვოტის შესახებ კანონპროექტს მიიღებს.

"კვოტირებაზე კანონპროექტი უკვე დამუშავებულია, ვფიქრობ, მას მივიღებთ. თუმცა პარლამენტის შიგნით არიან ადამიანები, ერთი ნაწილი თვლის, რომ ეს საჭირო არ არის, მეორე თვლის, რომ ეს შეურაცხმყოფელია ქალისთვის. მაგრამ უნდა ვიმუშაოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი კანონია, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციები ითხოვენ ამას და ეს ქვეყანაში ვითარების გასაუმჯობესებლად საჭიროა. მოსახლეობის მხარდაჭერაც ნამდვილად გვაქვს.

წინა მოწვევის პარლამენტში რამდენჯერმე ჩავარდა ამ საკითხზე კანონპროექტი, ვერ მოვახერხეთ მობილიზაცია, რადგან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ადამიანებიც კი, კაცები ერთნაირად ფიქრობენ ამ საკითხზე. ვფიქრობთ, ეს პარლამენტი უფრო ღიაა ამ საკითხების მიმართ", - აღნიშნა გუგული მაღრაძემ.

ცნობისთვის, NDI-მ დღეს კვლევა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც მოქალაქეები კვლავ უკმაყოფილონი არიან საჯარო და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალების წინაშე არსებული ბარიერებით. მათ მიაჩნიათ, რომ პარლამენტსა და ადგილობრივ ხელისუფლებაში ძალიან ცოტა ქალია. გამოკითხულთა 63% გენდერული კვოტის შემოღებას უჭერს მხარს.

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები