კარიბის ზღვის ქვეყნები ელმმართველობის დანერგვისთვის საქართველოს ექსპერტულ დახმარებას სთხოვენ

კარიბის ზღვის ქვეყნები ელმმართველობის დანერგვისთვის საქართველოს ექსპერტულ დახმარებას სთხოვენ
19 / 01 / 2018 14:23

საქართველოს იუსტიციის მინისტრი კარიბის ზღვის ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აღმოსავლეთ კარიბის ქვეყნების ორგანიზაციის (OECS) წარმომადგენლებს და წევრი ქვეყნების მინისტრებს შეხვდა.

შეხვედრაზე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მინისტრს ელმმართველობის დანერგვაში დახმარება სთხოვა. კერძოდ, 6 ქვეყნისგან შემდგარი დელეგაცია მალე საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, რათა ადგილზე გაეცნონ ელმმართველობისა და სერვისების გაცემის მოდელს. კარიბის ზღვის რეგიონის ქვეყნები დაინტერესებულნი არიან ელექტრონული მმართველობისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობით და ქარზტული გამოცდილების ექსპორტით, რისთვისაც იუსტიციის მინისტრს სპეციალური ექსპერტის გამოყოფა და დახმარება სთხოვეს.

თეა წულუკიანმა ორგანიზაციის თავმჯდომარესა და მინისტრებს აცნობა რომ საქართველო მოხარული იქნებ მათ ვიზიტს უმასპინძლოს.

"ჩვენ ვიზიტის პროგრამას თქვენი ინტრესების გათაისწინებით შევადგენთ, ისე რომ არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ სოფლებში სერვისების მიწოდების მოდელსაც გაეცნოთ"- აღნიშნა მინისტრმა.

თეა წულუკიანმა, ასევე შესთავაზა ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მინისტრებს გამოიყენონ ღია მმართველობის გლობალური სამიტი, რომელიც საქართველოში წელს გაიმართება და სხვა ქვეყნების გამოცდილების გასაცნობად სამიტს სპეციალური სტუმრების სტატუსით ეწვიონ.

შეხვედრის ბოლოს თეა წულუკიანმა OECS -ს ქვეყნებს მადლობა გადაუხდა არაღიარების პოლიტიკასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

„„OECS“-ის ძირითადი საქმიანობა რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვა და კარგი მმართველობის ხელშეწყობაა. ის წარმოადგენს თანამშრომლობის პლატფორმას აღმოსავლეთ კარიბის აუზის ქვეყნებში საერთო პროექტების განხორციელებისა და კოორდინაციის კუთხითაც. ორგანიზაცი შემდეგ ქვეყნებს აერთიანებს: ანტიგუა და ბარბუდა, დომინიკის თანამეგობრობა, გრენადა, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები; ხოლო ასოცირებულ წევრებს წარმოადგენენ ბრიტანული ვირჯინიის კუნძულები − ანგილა და მარტინიკი. ორგანიზაციის სამდივნო მდებარეობს ქ. კასტრიში (სენტ-ლუსია).

იუსტიციის მინისტრის ვიზიტი კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში 19 იანვარს დასრულდება.

ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება