უდუმაშვილი: "ევროპულ საქართველოში" ყველა ის მედიაზონდერია, რომელიც კი ჰყოლია "ნაცმოძრაობას"

უდუმაშვილი: "ევროპულ საქართველოში" ყველა ის მედიაზონდერია, რომელიც კი ჰყოლია "ნაცმოძრაობას"

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი "ევროპული საქართველოს" მხრიდან "რუსთავი 2"-ის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ პარტიას არ აქვს მორალური უფლება ტელევიზიის გმირულ კოლექტივზე სამარცხვინო განცხადებები აკეთოს.

"სამწუხაროა, რომ "ევროპული საქართველო" ერთი-ერთში იმეორებს ბრალდებებს რაც ჩვენ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გევსმოდა "რუსთავი 2"-ის მიმართ. სამწუხაროა და გასაკვირი იმ პარტიის მხრიდან, რომლის შემადგენლობაშიც არის ყველა ის მედიაზონდერი, რომელიც კი ჰყოლია "ნაციონალურ მოძრაობას" და ვისი სუსხიც კი "რუსთავი 2"-ს საკუთარ თავზე უგრძვნია.

დამიჯერეთ, ვიცი რაზეც ვსაუბრობ, ამ პარტიას მისი აწმყოსა და მისი ცალკეული წევრების წარსულის გათვალისწინებით არანაირი მორალური უფლება არ აქვს "რუსთავი 2"-ზე და მის გმირულ კოლექტივზე ასეთი სამარცხვინო განცხადებები ავრცელოს", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. 

ლევან გორგაძის მე-9 გამარჯვება და ფანტასტიური ბრძოლა! (ვიდეო)

ლევან გორგაძის მე-9 გამარჯვება და ფანტასტიური ბრძოლა! (ვიდეო)

21 მაისი, 2018

დღეს ზაფხულის ბაშოს მე-9 დღის შეხვედრები გაიმართა . ლევან გორგაძის (191სმ, 189კგ) მეტოქე დასავლეთის მე-3 მაეგაშირა, იაპონელი დაიეშო (181სმ, წონა 162კგ) იყო. დღემდე მათ შორის შეხვედრებში ლევანს სამი გამარჯვება ჰქონდა ერთი მარცხის წილ. დღეს ლევანმა...

ახალი სტატიები