ირაკლი კობახიძე უზბეკეთის ინვესტიციების სახელმწიფო  კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

ირაკლი კობახიძე უზბეკეთის ინვესტიციების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.

პირველი შეხვედრა ირაკლი კობახიძემ, დელეგაციასთან ერთად, უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარესთან, აზიმ ახმედხაჯაევთან გამართა.

მხარეებმა ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებები განიხილეს. მათი შეფასებით, საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის დიდი პოტენციალი არსებობს. ხაზგასმით აღინიშნა რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაც. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ქვეყნები სატრანზიტო მიმართულების განვითარებაზე აქტიურად იმუშავებენ.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: ძვიად ძიძიგური, სიმონ ნოზაძე, ენზელ მკოიანი, ლევან ბეჟანიძე, ბექა ოდიშარია და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან. ​

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები