თბილისის გენგეგმის შეფასებაში ქართველი და უცხოელი ექსპერტები ჩაერთვებიან

თბილისის გენგეგმის შეფასებაში ქართველი და უცხოელი ექსპერტები ჩაერთვებიან

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შეფასებაში ქართველი და უცხოელი ექსპერტები აქტიურად ჩაერთვებიან.

"თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა თუ რადმენად მნშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის არათხელ გვისაუბრია. ეს არის ის დოკუმენტი, რომელმაც უნდა განსაზღვროს თბილისის გრძელვადიანი განვითარება და რაც მთავარია, სწორი განვითარება. მოგეხსენებათმ დოკუმენტის სრულყოფისთვის კომპანია "სითი ინსტიუტუტმა" მოითხოვა 45 დღიანი ვადა, რაზეც თბილისის მერიამ თანხმობა განაცახადა, რადგან ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტის არსებობა. ვაცნობიერებთ, საზოგადოების მაღალ ინტერესს ამ დოკუმენტის მიმართ და გაცნობებთ, რომ თბილისის მერიამ მიმართა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს და ადგილობრივ ექსპერტებს, რათა მოხდეს მათი მაქსიმალური ჩართულობა "სითი ინსტიტუტის" მიერ შემოთავაზებული დოკუმენტაციის შეფასების პროცესში.

აქტიური კონსულტაციების შედეგად, მოხდა შეთანხმება თბილისის მერიასა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს შორის, შესაბამისად, მსოფლიო ბანკმა, ევროპის რეკონსტრუქციისა დსა განვითარების ბანკმა, აზიის განვითარების ბანკმა და საერთაშორისო კომპანიამ, რომელიც არის მერიის სტრატეგიული პარტნიორი ქალაქის განვითარების პროცესში, გამოთქვეს მზადყოფნა მათ მიერ შერჩეული ექსპერტები ჩართონ გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასების პროცესში. ჩვენ ასევე დავუკავშირდით ადგილობრივ ექსპერტებს და მათი ჩართულობაც იქნება უზრუნველყოფილი",- განაცხადა კალაძემ.

ლევან გორგაძის მე-9 გამარჯვება და ფანტასტიური ბრძოლა! (ვიდეო)

ლევან გორგაძის მე-9 გამარჯვება და ფანტასტიური ბრძოლა! (ვიდეო)

21 მაისი, 2018

დღეს ზაფხულის ბაშოს მე-9 დღის შეხვედრები გაიმართა . ლევან გორგაძის (191სმ, 189კგ) მეტოქე დასავლეთის მე-3 მაეგაშირა, იაპონელი დაიეშო (181სმ, წონა 162კგ) იყო. დღემდე მათ შორის შეხვედრებში ლევანს სამი გამარჯვება ჰქონდა ერთი მარცხის წილ. დღეს ლევანმა...

ახალი სტატიები