თეა წულუკიანი: სააკაშვილის ექსტრადიცია უკრაინის სუვერენული სახელმწიფოს გადასაწყვეტია

თეა წულუკიანი: სააკაშვილის ექსტრადიცია უკრაინის სუვერენული სახელმწიფოს გადასაწყვეტია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხი უკრაინული მხარის გადასაწყვეტია, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანი ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ეს საკითხი ეკუთვნის უკრაინის სუვერენულ სახელმწიფოს“. - განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საბჭოს წევრის, ნათია სონღულაშვილის განმარტებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში ექსტრადიციისთვის, უკრაინულ მხარეს ყველა მტკიცებულება გადაეგზავნა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე, სადაც პროკურატურა მას ე.წ სანდრო გირგვლიანის საქმეში სამხედროს წოდების მსჯავრდებული გერონტი ალანიას, მიხეილ ბიბილურის და ავთანდილ აფციაურის შეწყალებას ედავებოდა დამნაშავედ სცნო და 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ვეს მიტჩელი: საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა

ვეს მიტჩელი: საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა

21 მაისი, 2018

საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა და კიდევ უფრო მრავალმრივი გახდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის...

ახალი სტატიები