სუბარი: შსს-ში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნა უაღესად დროული გადაწყვეტილებაა

სუბარი: შსს-ში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნა უაღესად დროული გადაწყვეტილებაა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა. მისი თქმით, ამ დეპარტამენტის შექმნა უაღრესად დროული გადაწყვეტილება იყო.

''ადამიანის უფლებების დაცვა არის ჩვენი და ზოგადად, ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს პრიორიტეტი. გავიხსენებ, 2012 წლის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ნათქვამ სიტყვებს და მის მოთხოვნას მინისტრთა კაბინეტის წევრებისადმი, რომ მთავრობის თითოეული წევრი უნდა იყოს ომბუდსმენი და ადამიანის უფლებათა დამცველი თავის მიმართულებაში.

საქართველოს ჰყავს სახალხო დამცველი, ქვეყანაში არის ძლიერი უფლებადაცვითი სისტემა და დამოუკიდებელი სასამართლო, თუმცა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის შიდა უწყებრივი ინსტიტუტები იყოს ეფექტური. პირველ რიგში, საუბარია იმ უწყებებზე, სადაც პოტენციურად ადამიანის უფლებების დარღვევის ყველაზე მეტი რისკია. მაგრამ ეს მაინც ცალკეული შემთხვევებია და ამას არა აქვს არც სისტემური და არც სისტემატური ხასიათი. თუმცა, იმისთვის, რომ მოხდეს შესაძლო დარღვევების პრევენცია ან მომხდარ შემთხვევებზე დროული და სწრაფი რეაგირება, ამ დეპარტამენტის შექმნა უაღრესად დროული გადაწყვეტილებაა. ეს დეპარტამენტი იქნება არა მხოლოდ პრევენციაზე მიმართული, არამედ პოლიტიკის შემუშავებაზეც იქნება პასუხისმგებელი. ამ მხრივაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია.

რაც შეეხება პოლიციისადმი ნდობას, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში სამართალდამცავი სისტემის და, მათ შორის, პოლიციის მიმართ ნდობა არ არსებობს. თუმცა, ცხადია, ყოველი ცალკეული შემთხვევა, რომელიც შეიძლება ამ სისტემაში მოხდეს, იქნება ეს ადამიანის უფლების დარღვევა თუ კანონის გადაცდომა, ჩრდილს აყენებს ამ ნდობას. ამიტომაც, ამ დეპარტამენტის შექმნა იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი ამ ნდობის განმტკიცების გზაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ინსტიტუციურად სწორი ხედვა ჩამოყალიბდეს, გაგრძელდეს რეფორმები და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი კიდევ უფრო მეტად ამაღლდეს'', - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ამის შესახებ ინფორმაციას ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ავრცელებს.
 

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები