კახა კალაძე: ტრანზიტული მოძრაობის დარღვევისთვის 20 ლარიანი ჯარიმა, შესაძლოა 500 ლარი გახდეს

კახა კალაძე: ტრანზიტული მოძრაობის დარღვევისთვის 20 ლარიანი ჯარიმა, შესაძლოა 500 ლარი გახდეს

"ტრანზიტული მოძრაობის დარღვევისთვის 20 ლარიანი ჯარიმა, შესაძლოა 500 ლარი გახდეს", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"ჩვენ ვგეგმავთ, მეტროს რეაბლიტაციის პროექტის განხორციელებას, იმისთვის, რომ გადაადგილების დრო შევამციროთ მეტროში, ასევე გავზარდოთ მგზავრთა რაოდენობა. ვაპირებთ ასევე ავტობუსების პარკის განახლებას. გვინდა, რომ არსებული ყვითელი ავტობუსები ჩავანაცვლოთ ახალი, ევროპული, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით და ვაპირებთ ავტობუსების სპეციალური ზოლების მოწყობას, ე.წ. ბასლაინები.

ასევე სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის - იქნება ეს დასუფთავების მანქანების სპეციალური გრაფიკით მოძრაობა; მიკროავტობუსების გაჩერების წესის რეგულაცია; სადისტრიბუციო და სამშენებლო ტრანსპორტზე სპეც. რეჟიმების განსაზღვრა და სხვა მიმართულებები.

მოგეხენებათ, თბილისში, ისევე, როგორც ყველა დიდ ქალაქში, ტრანზიტული მოძრაობა აკრძალულია, თუმცა მცირე ჯარიმის გამო ამ წესს თამამად არღვევენ მძღოლები. დარღვევების აღსაკვეთად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჯარიმა დღეს,თუ არ ვცდები, არის 20 ლარი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უნდა გაიზარდოს და 500 ლარამდე და ეს უკვე ჩადებულია ჩვენ მიერ შემუშავებულ საკანომდებლო ცვლილებების პაკეტში, რომელიც პარლამენტს წარედგინება. ცხადია ყველაფერი ის, რაზეც მე ვსაუბრობ, ეს ღონისძიებები ხორციელდება- პარლამენტთან, ფინანსთა სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და რაც მთავარია კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით და ურთიერთობით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ლევან გორგაძის მე-9 გამარჯვება და ფანტასტიური ბრძოლა! (ვიდეო)

ლევან გორგაძის მე-9 გამარჯვება და ფანტასტიური ბრძოლა! (ვიდეო)

21 მაისი, 2018

დღეს ზაფხულის ბაშოს მე-9 დღის შეხვედრები გაიმართა . ლევან გორგაძის (191სმ, 189კგ) მეტოქე დასავლეთის მე-3 მაეგაშირა, იაპონელი დაიეშო (181სმ, წონა 162კგ) იყო. დღემდე მათ შორის შეხვედრებში ლევანს სამი გამარჯვება ჰქონდა ერთი მარცხის წილ. დღეს ლევანმა...

ახალი სტატიები