პრემიერმინისტრი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

პრემიერმინისტრი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ენერგეტიკული გაერთიანების საკითხებში მაროშ შევჩოვიჩს შეხვდა.

საუბარი შეეხო ენერგეტიკის სფეროში რეგიონულ პროექტებს, ასევე საქართველოს ენერგეტიკულ კავშირში გაწევრიანების შემდეგ ქვეყის მიერ გადასადგმელ ნაბიჯებს, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს.
ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, განავითაროს განახლებადი ენერგიის წყაროები და ამავდროულად, მაქსიმალურად აითვისოს ქვეყნის ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი.

შეხვედრისას, ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო-ენერგეტიკულ პროექტებს და საქართველოს განსაკუთრებულ როლს მათი წარმატებით განხორციელების პროცესში. 

პარლამენტმა საქართველოს პრემიერმინისტრად მამუკა ბახტაძე აირჩია

პარლამენტმა საქართველოს პრემიერმინისტრად მამუკა ბახტაძე აირჩია

20 ივნისი, 2018

99 მომხრე , 6 წინააღმდეგი - პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე გახდა; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი ჩერქეზიშვილი; საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით...

ახალი სტატიები