საქართველო OGP -ს 75 ქვეყნის პრემიერებს, პრეზიდენტებს და მინისტრებს უმასპინძლებს

საქართველო OGP -ს 75 ქვეყნის პრემიერებს, პრეზიდენტებს და მინისტრებს უმასპინძლებს
25 / 01 / 2018 15:05

როგორ ემზადება საქართველო ''ღია მმართველობის პარტნიორობის'' მე-5 გლობალური სამიტისათვის, რომელსაც თბილისი უმასპინძლებს; რა აქტივობებია დაგეგმილი საერთაშორისო ღონისძიების ფარგლებში; როგორ ხედავს „OGP“-ის თავმჯდომარე ქვეყნა პარტნიორობის პრიორიტეტებს და რა იქნება სამიტის ძირითადი თემები − ამ საკითხებზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „OGP“-ის სამდივნოს წარმომადგენლებთან.

შეხვედრა დღეს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა. „ღია მმართველობის პარტნიორობის“ დელეგაციას საქართველო პარტნიორობის თავმჯდომარე და გლობალური სამიტის მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მასპინძლობს. დელეგაციის წევრებს შორისაა საქართველოს თანათავმჯდომარე სამოქალაქო სექტორიდან, სამხრეთ აფრიკის „გამჭვირვალობის საერთაშორისო სკოლის“ (International School for Transparency) ხელმძღვანელი მუკელანი დიმბა.

სამიტი თბილისში მიმდინარე წლის 17-19 ივლისს ტარდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და იუსტიციის მინისტრის სახელით, რომელიც ღია მმართველობის პარტნიორობის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა, მოსაწვევები უკვე დაეგზავნათ „OGP”-ის წევრი 75 ქვეყნის პრემიერ-მინისტრებს, პრეზიდენტებს, მინისტრებს, პარლამენტის თავმჯდომარეებს, პარტნიორობის მონაწილე ქალაქების მერებს. მოსამზადებელ სამუშაოებს იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს, რომელიც საქართველოში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ პროცესების წარმმართველი და მაკოორდინირებელი უწყებაა და წარმოადგენს ქვეყნას „OGP“-ის ფორმატში საერთაშორისო დონეზე.

„OGP“-ის სამდივნოს ვიზიტი საქართველოში 22 იანვარს დაიწყო. დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო „ღია მმართველობა − საქართველოს“ ფორუმის მუშაობაში, შეხვედრები გამართა საგარეო საქმეთა სამინისტროში, მთავრობის ადმინისტრაციასა და თბილისის მერიაში, აგრეთვე - არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
„OGP“ საერთაშორისო პარტნიორობაა, რომელიც 2011 წელს აშშ-ის და ბრაზილიის პრეზიდენტებმა დააფუძნეს. „OGP“-ის თავმჯდომარეობა ჩვენი ქვეყნის მთავრობამ 19 სექტემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ „OGP“-ის მაღალი დონის ღონისძიებაზე საფრანგეთის მთავრობისგან გადმოიბარა და საერთაშორისო პარტნიორობას 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 1 ოქტომბრამდე (1 წლის ვადით) უხელმძღვანელებს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ქვეყანა მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმს ხელმძღვანელობს, რომელიც მსოფლიოს 75 სახელმწიფოს აერთიანებს.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება