ქუმსიშვილი: ეკონომიკის სამინისტრო გამოთავისუფლებულ შენობაში თუ განთავსდება, ახალი აღარ აშენდება

ქუმსიშვილი: ეკონომიკის სამინისტრო გამოთავისუფლებულ შენობაში თუ განთავსდება, ახალი აღარ აშენდება
25 / 01 / 2018 15:06

ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მისი უწყებისთვის ახალი შენობის ასაშენებლად მიწა მოძებნილია, ასევე მზად არის პროექტი. თუმცა, როგორც მინისტრი აცხადებს, იმ შემთხვევაში თუ გაერთიანებული სამინისტროს ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლებულ შენობებში განთავსების შესახებ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ახალი შენობა აღარ აშენდება.

„ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი შენობა გაიყიდა აუქციონზე 9 მილიონ აშშ დოლარად, ეს თანხა ბიუჯეტში შემოსულია.ამის შემდეგ ეკონომიკის სამინისტრო უნდა გადასულიყო გარკვეულ შენობაში. მოიძებნა ეს შენობა, სადაც ეკონომიკის სამინისტრომ გააგრძელა ფუნქციონირება. დღეის მდგომარეობით, თქვენ იცით, რომ ჯერ კიდევ 2016 წელს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეკონომიკის სამინისტროსთვის ახალი შენობა აგვეშენებინა. მიწა მოძებნილია, პროექტი გაკეთებულია. ჩვენ ალბათ მიმდინარე კვირაში დავასრულებთ განხილვას და მივიღებთ გადაწყვეტილებას, ვახერხებთ თუ არა ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლებულ შენობებში გაერთიანებული სამინისტროს განთავსებას. იმ შემთხვევაში, თუ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა იმდაგვარად, რომ ვერ ვათავსებთ, მშენებლობა ძალიან აქტიური ტემპით დაიწყება, თუ განვათავსეთ, ახალი სამინისტროს შენობა არ აშენდება“,-განაცხადა ქუმსიშვილმა.

ცნობისთვის, მთავრობის სტრუტურული ცვლილებების შედეგად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი შეუერთდა.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება