კახა კალაძე: მზადყოფნას გამოვთქვამთ კონსტრუქციულად ვითანამშრომლოთ "სითი ინსტიტუტთან"

კახა კალაძე: მზადყოფნას გამოვთქვამთ კონსტრუქციულად ვითანამშრომლოთ "სითი ინსტიტუტთან"
26 / 01 / 2018 17:41

"მზადყოფნას გამოვთქვამთ იმისთვის, რომ კონსტრუქციულად ვითანამშრომლოთ "სითი ინსტიტუტთან" და დოკუმენტი მოვიყვანოთ სრულყოფაში", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძე, დედაქალაქის გენერალუ გეგმასთან დაკავშირებით, საერთაშორისო ექსპერტებთან, მსოფლიო ბანკთან, ევროპის რეკონსტრუქიისა და განვუითარების ბანკთან და აზიის განვითარების ბანკთან პირველ სამუშაო შეხვედრა განაცხადა.

"დღეს ჩვენი შეხვედრის მიზეზი და მიზანი გახლავთ ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტზე მუშაობა, ეს არის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. თქვენ იცით, რომ უკვე 2 წელზე მეტია დაწყებულია ამ დოკუმენტზე მუშაობა,თუმცა, როდესაც უნდა მომხდარიყო დოკუმენტის ჩაბარება თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა დოკუმენტი არ მიიღო, რადგან არ იყო სრულყოფილი, არის გარკვეული ხარვეზები და შესაბამისად, "სითი ინსტიტუტმა"-კომპანია, რომელიც ამ დოკუმენტის შემუშავებაზე მუშაობს, მოითხოვა 45 დღიანი ვადა, რომ დოკუმენტი მოეყვანა სრულყოფაში და გამოესწორებინა ის ხარვეზები, რომელიც ჩვენი მხრიდან იყო წარმოდგენილი.

შესაბამისად, რადგან ჩვენთვის, ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის, ქალაქისთვის, ქალაქის სწორი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ეს დოკუმენტი, ჩვენ დავთანხმდით და წავედით იმაზე, რომ მათ მივეცით იმის შესაძლებლობა, 45 დღე დამატებით ჰქონდეთ იმისთვის, რომ დოკუმენტი მოიყვანონ სრულყოფაში. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ისინი დაგვეხმარებიან თავიანთი ექსპერტებით დოკუმენტის შეფასებაში და ამისთვის მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მსოფლიო ბანკს, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, აზიის განვითარების ბანკს, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბიურო "აპოლიდს" რომელიც არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი "ასი მედეგი ქალაქი", ასევე ქართველი ექსპერტები ჩაერთვებიან, რისთვისაც თითოეულ მათგანს ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ბატონი გიგა ბათიაშვილი, ასევე ბატონი პავლე ძინძიბაძე იქნება ჩართული, ბატონი ირაკლი ჟვანია და ბატონი მერაბ ჩხენკელი. შესაბამისად, ასევე, მერიის ყველა სამსახური, რა თქმა უნდა, მზადყოფნას გამოვთქვამთ იმისთვის, რომ კონსტრუქციულად ვითანამშრომლოთ "სითი ინსტიტუტთან" და დოკუმენტი მოვიყვანოთ სრულყოფაში.

დღევანდელ შეხვედრას რაც შეეხება, ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ ჩვენ ჩამოვყალიბდეთ, თუ როგორი ფორმით ვიმუშავებთ, ეს არის პირველი სამუშაო შეხვედრა, კვირაში რამდენჯერ უნდა გაიმართოს, ასევე მივაწვდით ყველა ინფორმაციას, მოგაწვდით თითოეულ თქვენგანს, რომელიც არის „სითი ინსტიტუტის“ მიერ წარმოდგენილი და რა თქმა უნდა, შემდეგი შეხვედრები უკვე გაიმართება ამ კონკრეტულ კომპანიასთან - „სითი ინსტიტუტთან“ ერთად, რომელიც მუშაობს ამ დოკუმენტზე.ჩვენს ამ ჯგუფს უხელმძღვანელებს ბატონი ილია ელოშვილი, ჩემი მოადგილე, რომელიც კოორდინაციას გაუწევს, რა ტქმა უნდა, მეც ჩართული ვიქნები თავიდან ბოლომდე, რადგან ჩემთვისაც, როგორც დედაქალაქის მერისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტის არსებობა და მიღება, რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ ის პრობლემები, რაც უკვე 20-25 წლის განმავლობაში არსებობს და სადამდე მოვედით უკვე , ყველა ვხედავთ და ნამდვილად გაუსაძლისია ასე ცხოვრება და ამ რიტმით გაგრძელება. ჩვენ არაფერს არ ვეწინააღმდეგებით, არც მშენებლობას, არც განვითარებას, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოექცეს რაღაც ჩარჩოებში, რომ სწორად და ხარისხიანად გავაკეთოთ ყველაფერი და ქალაქი განვითარდეს სწორად",- განაცხადა კახა კალაძემ.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება