გოცირიძე ივანიშვილის შესაძლო პრეზიდენტობაზე: მეტი საქმე არ აქვს, აუტკივარი თავი ატკიოს

გოცირიძე ივანიშვილის შესაძლო პრეზიდენტობაზე: მეტი საქმე არ აქვს, აუტკივარი თავი ატკიოს

''მეტი საქმე არ აქვს ივანიშვილს აუტკივარი თავი ატკიოს.", - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩვნებზე კენჭი იყაროს.

"არაფორმალური მმართველობის მთელი ეშხი იმაში მდგომარეობს, რომ მართო ქვეყანა ის ერომ პასუხი არ აგო", - განაცხადა გოცირიძემ.

მან ასევე "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯერ-ჯერობით არ არის გადაწყვეტილი ვინ იქნება მათი კანდიდატი თუმცა გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურაც განიხილება.

"პარტიაში მიმდინარეობს მსჯელობა. ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ მას. განიხილება რამდენიმე კანდიდატი. მივიღებთ გადაწყვეტილებას იმის მიხედვით თუ როგორი იქნება იმ დროს პოლიტიკური ვითარება და რომელი კანდიდატი იქნება უფრო კოკურენტუნარიანი სწორედ არჩევნების წინ. მათ შორის ერთ-ერთი კანდიდატი არის გრიგოლ ვაშაძე", - განაცხადა რომან გოცირიძემ "რუსთავი 2"-თან. 

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები