სოფიო ქაცარავა გერმანიაში საქართველოს ელჩობის კანდიდატს შეხვდა

სოფიო ქაცარავა გერმანიაში საქართველოს ელჩობის კანდიდატს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა გერმანიაში საქართველოს ელჩობის კანდიდატს ელგუჯა ხოკრიშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს გერმანია-საქართველოს შორის არსებული საპარლამენტო მჭიდრო ურთიერთობები; მრავალმხრივი მათ შორის, პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები, კულტურული კავშირები და პარლამენტის როლი ამ მიმართულებით. ასევე, მიმოიხილეს არსებული პროექტები და პერსპექტივები, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დინამიკა და ახალი ფორმატი.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო გერმანია-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 100 წლისთავს, მასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ღონისძიებებს.

„საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში, ტრადიციულად ვმართავ შეხვედრებს ჩვენს ელჩებთან, რათა საგარეო პოლიტიკა უფრო თანმიმდევრული და ეფექტური იყოს. როგორც წესი, ასეთი შეხვედრების დროს დიპლომატიური მისიის დღის წესრიგსა და მთავარ პრიორიტეტებს განვიხილავთ“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეეგ სოფიო ქაცარავამ.​

არჩილ თალაკვაძე: ქვეყანას  ქმედითი და მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება ჭირდება

არჩილ თალაკვაძე: ქვეყანას ქმედითი და მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება ჭირდება

20 ივნისი, 2018

"ჩვენ მივესალმებით, რომ მამუკა ბახტაძე მხარს უჭერს ინოვაციებს, იმ სიახლეებს, რომელიც ეკონომიკაში აუცილებლად დადებით ძვრებს მოიტანს" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპატლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ...

ახალი სტატიები