ფოთში მონადირეებმა კოლხეთის ეროვნულ პარკში ნადრობის შეზღუდვა გააპროტესტეს

ფოთში მონადირეებმა კოლხეთის ეროვნულ პარკში ნადრობის შეზღუდვა გააპროტესტეს

ფოთში 300-მდე მონადირემ საპროტესტო აქცია გამართა. მათი განცხადებით კოლხეთის ეროვნულ პარკში გადაადგილებისას გარკვეული შეზღუდვები აქვთ, კერძოდ, პალიასტომის ტბის გავლით, იარაღის თუნდაც დაშლილ მდგომარეობაში გადატანა და ნადირობისთვის ნებადართულ ადგილამდე მიტანა ეკრძალებათ:

"კანონდებლობა პრაქტიკულად გვიკრძალავს კანონით მინიჭებულ უფლებას, რომ შევინახო და ვატარო სანადირო იარაღი, ასევე მოსაკრებლის საფუძლვეზე ამოვიღო ბუნებიდან გარეული ფრინველი, ამ კანონმდებლობით ეს შეუძლებელია. არ არსებობს სანადირო ადგილი ეროვნული პარკის შემოგარენშიც კი. არსებული კანონმდებლობა გვავალდებულებს გავხდეთ კანონდამრღვევები. ადრეც იყო ეს კანონი, თუმცა ასე უმოწყალოდ არ ხდებოდა აღსრულება, ანუ მასკებით სირბილი და სპეცოპერაციის სტილში ხდება მონადირეების დაკავება, რაც ყოვლად მიუღებელია“ _ განაცხადა ასოციაცია "ფოთი და პალიასტომი ჩვენთვის" თავმჯდომარემ გიორგი ხომერიკმა.

აქციის მონაწილეებს ადგილობივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს პრობლემა მუნიციპალიტეტის დონეზე ვერ მოგვარდება, რადგან მას კანონმდებლობა არეგულირებს:

"ჩვენი, როგორც ქალაქის ხელმძღვანელობის პოზიცია არის ერთადერთი, მივმართოთ სამინისტროს გამოყოს წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე ჩამოვლენ, გაეცნობიან ამ პრობლემას და მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას . იმის გამო, რომ აღნიშნული საკითხი კანონმდებლობით რეგულირდება, ჩვენ ჩარევისა და რაიმე ცვლილების შეტანის უფლება არ გვაქვს"- განუცხადა ჟურნალისტებს მერის პირველმა მოადგილემ მამუკა პაპასკირმა.

მონადირეების თქმით, თუ მათი საკითხი დადებითად არ გადაწყდება, საპროტესტო აქციებს ისევ განაახლებენ.

ძლიერი წვიმის გამო დატბორილი ქუჩები- ფოტორეპორტაჟი ბათუმიდან

ძლიერი წვიმის გამო დატბორილი ქუჩები- ფოტორეპორტაჟი ბათუმიდან

10 აგვისტო, 2018

ძლიერი წვიმის გამო ბათუმში ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. ქალაქში მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლების სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციის, ამ დროისათვის შემოსულია...

ახალი სტატიები