ჯიშკარიანი "ნაცმოძრაობას": თავი შეკავეთ ომში გარდაცვლილი გმირების ოჯახებით მანიპულირებისგან

ჯიშკარიანი "ნაცმოძრაობას": თავი შეკავეთ ომში გარდაცვლილი გმირების ოჯახებით მანიპულირებისგან

თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი 16 იანვრის საკრებულოს სხდომაზე მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა, რომლის დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სხდომაზე მოქალაქე ლალი ჯაბანაშვილი მოიყვანეს და განაცხადეს, რომ მას სახელმწიფომ სოციალურად დაუცველის სტატუსი მოუხსნა.
ჯაბა ჯიშკარიანის თქმით, ლალი ჯაბანაშვილისთვის, რომელიც აფხაზეთის ომში გარდაცვლილი გმირის დედაა, სოციალურად დაუცველის სტატუსის მოხსნა მისი პირადი განცხადების საფუძველზე მოხდა.

მისივე თქმით, ქალბატონი ლალი, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გატარებული რეფორმის შედეგად, სახელმწიფოსგან ყოველთვიურად ათასლარიან კომპენსაციას იღებს.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქალბატონი ლალისთვის სოციალური სტატუსი ხელისუფლებას არ მოუხსნია, არამედ აღნიშნულმა მოქალაქემ, თავად განაცხადა უარი დეკლარაციის შევსებაზე, რაც სტატუსის მიღების აუცილებელი წინაპირობაა. სწორედ ლალი ჯაბანაშვილის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირებაზე უარი გახდა სტატუსის შეჩერების მიზეზი და არა რაიმე სხვა“ - განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.

ჯაბა ჯიშკარიანმა ოპონენტებს მსგავსი უხერხული თემებით მანიპულირებისგან და მოსახლეობის მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. 

ლევან გორგაძის მე-9 გამარჯვება და ფანტასტიური ბრძოლა! (ვიდეო)

ლევან გორგაძის მე-9 გამარჯვება და ფანტასტიური ბრძოლა! (ვიდეო)

21 მაისი, 2018

დღეს ზაფხულის ბაშოს მე-9 დღის შეხვედრები გაიმართა . ლევან გორგაძის (191სმ, 189კგ) მეტოქე დასავლეთის მე-3 მაეგაშირა, იაპონელი დაიეშო (181სმ, წონა 162კგ) იყო. დღემდე მათ შორის შეხვედრებში ლევანს სამი გამარჯვება ჰქონდა ერთი მარცხის წილ. დღეს ლევანმა...

ახალი სტატიები