გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოში მუდმივად იზრდება ლიტველ ვიზიტორთა რიცხვი

გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოში მუდმივად იზრდება ლიტველ ვიზიტორთა რიცხვი

მისასალმებელია, რომ ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად იზრდება ლიტველ ვიზიტორთა რიცხვი საქართველოში, რასაც მნიშვნელოვნად ხელს უწყობს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ქუთაისსა და ვილნიუსს შორის'', - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლიტვის პრემიერმინისტრთან საულიუს სკვერნელისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

''საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის სივრცის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის ამოქმედების პირობებში, მოველით, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება ორ ქვეყანას შორის ხალხთაშორისი და კულტურული კავშირები“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ ლიტვის მთავრობა საქართველოსათვის ყოველწლიურად გამოყოფს სახელმწიფო სტიპენდიებს და ამჟამად, ლიტვის უმაღლეს სასწავლებლებში 200-ზე მეტი ქართველი სტუდენტი სწავლობს.

''დარწმუნებული ვარ, 200-ვე ახალგაზრდა, რომელიც დაბრუნდება, გახდება ლიტვის კულტურული ელჩი საქართველოში'', - განაცხადა საქართველოს პრემიერმა.

პრემიერი: გამოძიების დასრულებამდე შახტი დაიხურება, ამ პერიოდში მეშახტეები ხელფასს აიღებენ

პრემიერი: გამოძიების დასრულებამდე შახტი დაიხურება, ამ პერიოდში მეშახტეები ხელფასს აიღებენ

16 ივლისი, 2018

ამის შესახებ განცხადებას პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ავრცელებს. "მინდელის სახელობის შახტში დღეს დილით მორიგი ტრაგედია დატრიალდა. მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებ ამ მძიმე წუთებში. სახელმწიფო ვერ...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები