კვირიკაშვილი: საქართველოს მთავრობა განუხრელად ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას

კვირიკაშვილი: საქართველოს მთავრობა განუხრელად ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას

საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ლიტვის პრემიერთან საულიუს სკვერნელისთან შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ მდგომარეობაზე ისაუბრეს, რაც, პრემიერის თქმით, კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების საჭიროებას.

"ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ბოლოდროინდელ ნაბიჯებზე. ასევე ვისაუბრეთ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ქართველი მოსახლეობის მიმართ გაძლიერებულ ეთნიკურ დისკრიმინაციაზე.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე პროგრესის მიღწევის საჭიროებაზე. აღინიშნა ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობა და მისიის მანდატის საქართველოს მთელს ტერიტორიაზე განხორციელების აუცილებლობა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა განუხრელად ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას.

გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო

გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო

12 მარტი, 2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო. ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შესრულდა საქართველოსა და...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები