მდინარაძე: მარგველაშვილი და სააკაშვილი ერთ ხმაში საუბრობენ, ეს პოლიტიკური ხმაშეწყობაა

მდინარაძე: მარგველაშვილი და სააკაშვილი ერთ ხმაში საუბრობენ, ეს პოლიტიკური ხმაშეწყობაა

"მთელი თვის განმავლობაში ქართული საზოგადოება აკვირდებოდა როგორ ხმაშეწყობილად, ტანდემში საუბრობდნენ სააკაშვილი და მარგველაშვილი. ჩვენ ვფიქრობთ, ეს არის პოლიტიკური ხმაშეწყობა, სადაც მარგველაშვილი ცდილობს, რამენაირად გამოიყვანოს მიხეილ სააკაშვილი იმ თავხედობიდან, დანაშაულებიდან, რაც მან წინა პერიოდში ჩაიდინა", - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ის სანდრო გირგვლიანის საქმეზე საუბრობდა.

"სანდროს მკვლელობიდან ზუსტად 12 წლის თავზე, საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მონაწილემ, გაბედა და გარდაცვლილის ოჯახის, ქართველი ერის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებით გამოვიდა. მან სანდრო გირგვლიანის ტრაგედიას, საზოგადოების რეაქციას წარმოუდგენელ უსამართლობაზე, პოლიტიკური ცირკი უწოდა. ის სრულიად უტიფრად შეეცადა, რომ გახმაურებული საქმე შეეფუთა როგორც სახელმწიფო მანქანის მიერ მკვლელობის სამწუხარო, მაგრამ ბანალური ფაქტი, ხოლო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალება კი ინსტიტუტების მიერ მომზადებული პროცესი და არა მისი პიროვნული გადაწყვეტილება. sამწუხაროდ ამას სერიოზული წინაპირობაც ჰქონდა.

წლების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი ვერ ბედავდა ამ საქმეზე გარკვეული განცხადებების გაკეთებას, ეს მას შემდეგ გაბედა მხოლოდ, რაც ამისი მოტივი, საფუძველი შეუქმნა მარგველაშვილმა თავისი განცხადებებით, სადაც მან სააკაშვილი პრაქტიკულად ამ საქმის გამო ლამის პოლიტიკურ მსხვერპლად გამოაცხადა", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

აქვე დეპუტატი დასძენს, რომ პრეზიდენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიზანია, პოლიტიკური დაპირისპირება.

"მთელი შარშანდელი წლის განმავლობაში, ისინი თავისი უზრდელობით ცდილობდნენ რამენაირად გადაეყვანათ არგუმენტზე მსჯელობა პოლიტიკური დაპირისპირებაში", - აღნიშნა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ფრაქცია „ქართული ოცნება“ სისხლის სამართლებრივი ნორმების გამკაცრებას გეგმავს, რომელიც მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან მართლმსაჯულების განხორციელებაზე ხელის შეშლას შეეხება. ცვლილებებს სიმბოლურად „გირგვლიანის შესწორებები“ დაერქმევა.

მდინარაძის თქმით, ცვლილებათა პაკეტის მომზადების მიზანია, გირგვლიანის საქმის რეციდივის გამორიცხვა.

კილაძე: ნარკოპოლიტიკამ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინტერესები უნდა დააბალანსოს

კილაძე: ნარკოპოლიტიკამ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინტერესები უნდა დააბალანსოს

21 მაისი, 2018

ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. "უნდა შევეცადოთ ისეთი ნარკოპოლიტიკა გვქონდეს, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინტერესებს...

ახალი სტატიები