კახა კალაძე: ვარკეთილის მეტროში მომხდარ ფაქტს ძალიან მკაცრი რეაგირება მოყვება

კახა კალაძე: ვარკეთილის მეტროში მომხდარ ფაქტს ძალიან მკაცრი რეაგირება მოყვება
30 / 01 / 2018 12:46

თბილისის მერი კახა კალაძე მეტროსადგურ „ვარკეთილში“ იმყოფებოდა, სადაც მეტროს ქვედა მოსაცდელში დაკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოიშალა და 11 ადამიანი დაშავდა.

დედაქალაქის მერის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტს შესაბამისი სამსახურების მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვება.

„საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. სამწუხაროდ, გვყავს 11 დაშავებული, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ნამდვილად სამწუხაროა ეს ფაქტი. ველოდებით კრიმინალისტებს, რათა მოხდეს შესწავლა, თუ რა მოხდა რეალურად. ყოველთვის ვამბობ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ზოგადად, მშენებლობებს, მის ხარისხს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა და ყველა დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება. ამ კონკრეტულ ფაქტს ძალიან მკაცრი რეაგირება მოყვება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლის აგვისტოში დასრულდა, მისი ექსპლუატაციაში მიღება კი, სექტემბერში მოხდა.

კახა კალაძის განცხადებით, ამ კონკრეტულ კომპანიას სამუშაოები აქვს ჩატარებული მეტროსადგურ „ახმეტელზეც“, რომლის შემოწმებაც დღესვე დაიწყება.

„ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება ამ კონკრეტულ ფაქტს. შემთხვევითი არ არის, რომ მე ყოველთვის მშენებლობის ხარისხზე და მის გაუმჯობესებაზე ვსაუბრობ. შესაბამისად, ძალიან მაკაცრი ვიქნებით და თავს არ დავუხრით ასეთ მდგომარეობას“,- აღნიშნა კახა კალაძემ. 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება