კალაძე: მეტროსადგურ "ვარკეთილის" და "ახმეტელის" შესწავლა მოხდება, რათა საფრთხე ავიცილოთ

კალაძე: მეტროსადგურ "ვარკეთილის" და "ახმეტელის" შესწავლა მოხდება, რათა საფრთხე ავიცილოთ

თბილისის მერი კახა კალაძე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ იმყოფებოდა.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, მომდევნო დღეებში მეტროსადგურებში არსებული უსაფრთხოების ნორმების შესწავლა მოხდება.

რაც შეეხება კომპანია „ყვარელრემმშენს“, რომელმაც მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულა, კახა კალაძის განცხადებით, სამუშაოები არაჯეროვნად არის შესრულებული, მომხდარი ფაქტის დეტალებს კი, გამოძიება დაადგენს.

„მომდევნო დღეების განმავლობაში, როგორც ამ კონკრეტული მეტროსადგურის, ასევე, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ შესწავლა მოხდება, რათა ყველანაირი საფრთხე თავიდან ავიცილოთ. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მეტროსადგურების განახლება, რაც ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. აღნიშნულ პროცესში სამშენებლო უსაფრთხოების დაცვას ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით, კონკრეტული პირების ბრალეულობის საკითხი გამოძიების დასრულების შემდეგ გამოიკვეთა.

„ყველა დამნაშავე აგებს პასუხს, დაველოდოთ გამოძიების დასრულებას. რაც შეეხება იმ კომპანიას, რომელმაც მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია ჩაატარა, ტენდერის დროს „შავ სიაში“ არ იმყოფებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ავტომატურად დაიბლოკებოდა და სისტემა ამის საშუალებას არ მისცემდა. კომპანია „შავ სიაში“ 2015 წელს იყო, თუმცა ერთწლიანი დისკვალიფიკაცია 2016 წელს დაუმთავრდა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ დედაქალაქის მერთან ერთად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი მამუკა კობახიძეც იმყოფებოდა, რომლის განცხადებითაც, მეტროსადგური „ვარკეთილი“ მუშაობას ხვალ, 06:00 საათიდან განაახლებს.

„ჩამოშლილი კონსტრუქცია მეტროსადგურიდან უკვე გატანილია. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. განათება აღდგენილია და ვფიქრობთ, რომ აღნიშნული მეტროსადგური დილით, 06:00 საათიდან დაიწყებს მუშაობას. ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და საპროექტო სამუშაოების დროს იყო დაშვებული შეცდომა, თუ სამშენებლო სამუშაოების დროს მშენებლის მიერ, ამას ექსპერტიზა დაადგენს“, - განაცხადა მამუკა კობახიძემ. 

ლევან გორგაძის მე-9 გამარჯვება და ფანტასტიური ბრძოლა! (ვიდეო)

ლევან გორგაძის მე-9 გამარჯვება და ფანტასტიური ბრძოლა! (ვიდეო)

21 მაისი, 2018

დღეს ზაფხულის ბაშოს მე-9 დღის შეხვედრები გაიმართა . ლევან გორგაძის (191სმ, 189კგ) მეტოქე დასავლეთის მე-3 მაეგაშირა, იაპონელი დაიეშო (181სმ, წონა 162კგ) იყო. დღემდე მათ შორის შეხვედრებში ლევანს სამი გამარჯვება ჰქონდა ერთი მარცხის წილ. დღეს ლევანმა...

ახალი სტატიები