პრემიერი: თავისუფალი ბიუჯეტის ინდექსით მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანას შორის, ხუთეულში შევედით

პრემიერი: თავისუფალი ბიუჯეტის ინდექსით მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანას შორის, ხუთეულში შევედით

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბიბზნესასოციაციის წევრებს ხვდება, რომელზეც ბიზნესი კვლევას - "საქართველოს ბიზნესგარემო კერძო სექტორის თვალით" პრეზენტაციას წარადგენს.

შეხვედრის დასაწყისში პრემიერ-მინისტრმა გასული წლის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2017 წელი მთლიანობაში, დაგეგმილზე მაღალი პარამეტრებით, საკმაოდ წარმატებულად დაიხურა.

"ზრდის მაჩვენებლები იყო დაგეგმილზე მაღალი, როგორც მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის, ასევე საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით. მნიშვნელოვნად გაიზარდა ექსპორტის მაჩვენებლები და სუვერენული ბალანსი ძალიან გაჯანსაღდა. თავისუფალი ბიუჯეტის ინდექსით ჩვენ, მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანას შორის, ხუთეულში შევედით და ვფიქრობ, ეს ნამდვილად მოსალოცია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ბიზნესის წარმომადგენლებს, ასევე წარუდგინა ახალი ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, ხაზი გაუსვა მის გამოცდილებას ბიზნესსუბიექტებთან ურთიერთობაში და ბიზნესის წარმომადგენლებს მასთან კომუნიკაციაში მაქსიმალური გულწრფლობისა და გახსნილობისკენ მოუწოდა.

შეხვედრა ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან სასტუმრო "ბილტმორში", დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.

პრემიერი: გამოძიების დასრულებამდე შახტი დაიხურება, ამ პერიოდში მეშახტეები ხელფასს აიღებენ

პრემიერი: გამოძიების დასრულებამდე შახტი დაიხურება, ამ პერიოდში მეშახტეები ხელფასს აიღებენ

16 ივლისი, 2018

ამის შესახებ განცხადებას პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ავრცელებს. "მინდელის სახელობის შახტში დღეს დილით მორიგი ტრაგედია დატრიალდა. მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებ ამ მძიმე წუთებში. სახელმწიფო ვერ...

ახალი სტატიები