წულუკიანი: იმისთვის, რომ კანონი არ დარჩეს ქაღალდზე, აუცილებელია გიორგი გახარიას მზაობა

წულუკიანი: იმისთვის, რომ კანონი არ დარჩეს ქაღალდზე, აუცილებელია გიორგი გახარიას მზაობა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გაერთიანებულმა სხდომამ დღეს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის და ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებებზე იმჯელა, სადაც მონაწილეობა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და მისმა მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა მიიღეს მონაწილეობა.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანი, რომელი საბჭოს გაერთანებულ სხდომას ხელმძღვანელობდა, განაცხადა რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შინაგან საქმეთა მინისტრის მზაობას პრაქტიკაში განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილებები.

"შინაგან საქმეთა მინისტრის დანიშვნის შემდეგ, პროცესი უფრო სწრაფი ტემპით წავიდა და ჩვენ უფრო ადვილად შევძელით ყველაზე მისაღებ და აპრობირებულ მოდელზე შეჯერება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მზაობა და ნება არის გადამწყვეტი იმისთვის, რომ ეს მექანიზმი პრაქტიკაში იყოს ეფექტიანი და კანონი არ დარჩეს მხოლოდ ქაღალდზე. მხოლოდ პროკურატურის მზაობა არ კმარა, იმისთვის რომ მოდელმა პრაქტიკაში თავის ფუნქცია შეასრულოს და იმ მიზანს მივაღწიოთ, რომლისთვისაც ეს პაკეტი არის წარმოდგენილი.“ - განაცხადა თეა წულუკიანმა

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები