2017 წლის დეკემბერში 2016 წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინფლაციამ 6.7% შეადგინა

2017 წლის დეკემბერში 2016 წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინფლაციამ 6.7% შეადგინა

2017 წლის დეკემბერში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინფლაციამ 6.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ფასები საერთო დონე 0.8 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ შესაბამისს მონაცემებს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

დეკემბერში წინა თვესთან შედარებით საშუალოდ 6 პროცენტით გაძვირდა ფასები ყველა სახის საწვავზე, რაც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირებას უკავშირდება.

წლიურ ინფლაციაში კვლავ მნიშვნელოვან როლს თამაშობს თამბაქოს პროდუქტებისა და საწვავის გაძვირება, რაც ამ პროდუქტებზე აქციზის გადასახადის მატებითა და ნავთობის მსოფლიო ფასების გაძვირებით არის გამოწვეული. დეკემბრის წლიური 6.7 პროცენტიანი ინფლაციიდან ამ პროდუქტებზე 2.7 პროცენტული პუნქტი (პ.პ), მოდიოდა. ერთჯერად ფაქტორებს აგვისტოდან დაემატა გაზის გადასახადის მომატება. გაზის გადასახადის გაძვირების გავლენა ინფლაციაზე 0.2 პ.პ-ია. გარდა ამისა, 2.1 პ.პ სურსათის, ხოლო 1.7 პ.პ - დანარჩენი პროდუქტების გაძვირებაზე მოდიოდა.

დეკემბერში წინა წლის დეკემბერთან შედარებით 21 პროცენტით გაძვირდა "ბოსტნეულის" ქვეჯგუფში შემავალი პროდუქტები. 9 პროცენტით მოიმატა ფასებმა ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე, 8 პროცენტით "რძე, ყველი და კვერცხის" ქვეჯგუფის, ხოლო 13 პროცენტით ხილის ფასებმა. ფასები ზემოთ აღნიშნულ ქვეჯგუფებში შემავალ დანარჩენ პროდუქტებზე გასული წელს ძირითადად მცირდებოდა. ბოსტნეულის საშუალო წლიური დეფლაცია 9.2, ხორცის და ხორცის პროდუქტების 0.5, ხოლო რძის, ყველისა და კვერცხის 0.7 პროცენტი იყო. აქედან გამომდინარე, მიმდინარე წელს ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტების საგრძნობი გაძვირება ძირითადად საბაზო ეფექტით შეიძლება აიხსნას.

2016 წლის დასაწყისიდან შაქარზე მსოფლიო ფასების ზრდის გამო შაქრის შემცვლელი პროდუქტები მნიშვნელოვნად ძვირდებოდა და მათი წვლილი საერთო ინფლაციაში მაღალი იყო. მსოფლიო ბაზარზე შაქრის ფასის კლების პარალელურად, 2017 წლის დასაწყისიდან შაქრის ინფლაციას კლების ტენდენცია ჰქონდა და საბოლოოდ ივლისში ამოიწურა. ხოლო დეკემბერში შაქრის ფასის 9 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა.

საწვავზე და სურსათზე შედარებით მაღალი ფასების გამო საბაზო ინფლაცია მთლიან ინფლაციაზე ნაკლებია და დეკემბერში 4.7 პროცენტს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ თამბაქოს პროდუქტების წვლილი საბაზო ინფლაციაში 2.0 პ.პ-ია, რაც ძირითადად აქციზის გადასახადის ზრდას უკავშირდება. აქციზის გადასახადის ეფექტს თუ გამოვრიცხავთ, საბაზო ინფლაცია დაბალ დონეზე ნარჩუნდება. საბაზო ინფლაციაზე დაკვირვება მნიშვნელოვანია ფასების დონის გრძელვადიანი ტრენდის შეფასებისთვის. დაბალი საბაზო ინფლაცია მომავალში მთლიანი ინფლაციის მაჩვენებლის შემცირების სიგნალს იძლევა.

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები