მიხეილ ჯანელიძე  NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერს შეხვდა

მიხეილ ჯანელიძე NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერს შეხვდა

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომამდე საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადებითად შეფასდა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, მათ შორის საქართველოს მხრიდან 2017 წლის ეროვნული პროგრამის შესრულება, ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიულ და თავდაცვის სფეროში რეფორმები. იმედი გამოითქვა, რომ საქართველოს, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყნის პროგრესი სათანადო ასახვას ჰპოვებს ნატოს 2018 წლის სამიტზე.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ნატოს გენერალურ მდივანს საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვისთვის და იმედი გამოთქვა რომ მომავალშიც აქტიურად შენარჩუნხება ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მიმდინარე პოზიტიური დინამიკა.

შეხვედრაზე ნატო-ს გენერალურ მდივანს ინფორმაცია მიეწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შემქნილ მდგომარეობასა და ბოლო განვითარებებზე. გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს პოზიტიურ როლს რეგიონში, და იმ წვლილს, რომელიც საქართველს შეაქვს საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. საუბარი შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას და საქართველოს მონაწილეობას ალიანსის პრაქტიკულ ძალისხმევაში შავი ზღვის განმტკიცების მიმართულებით.

გამოიხატა მზაობა გაგრძელდეს საქართველოს პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში.
 

ვეს მიტჩელი: საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა

ვეს მიტჩელი: საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა

21 მაისი, 2018

საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა და კიდევ უფრო მრავალმრივი გახდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის...

ახალი სტატიები