დიდთოვლობა მაღალმთიან აჭარაში (ფოტორეპორტაში)

დიდთოვლობა მაღალმთიან აჭარაში (ფოტორეპორტაში)

ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტში  დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა. თოვლის საფარი დაბაში ნახევარ მეტრს ხოლო მაღალი ზონის სოფლებში ერთ მეტრს აჭარბებს.

პრობლემები შეიქმნა, როგორც გადაადგილების ასევე ელექტრო ენერგიის კუთხითაც, როგორც ხულოს რესურსცენტრის უფროსი "აიპრესთან" აცხადებს 49 სკოლიდან სასწავლო პროცესი 31 სკოლაში არ განახლდა. რაც შეეხება ბაღებს სააღმზრდელო პროცესი უგზოობისა და უშუქობის გამო ყველა საბავშვო ბაღში შეჩერებულია.


ხოლო ელექტროენერგია ხულოში 2000-მდე აბონენტს არ მიეწოდება, "ენერგო პრო ჯორჯიას" ინფორმაციით აღდგენითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს. პრობლემებია გადაადგილების კუთხითაც, აჭარის საგზაო დეპარტამენტის განცხადებით მობილიზებულია 14 ერთეული ტექნიკა და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

შუახევის მუნიციპალიტეტში გადაადგილება მაღალი ზონის სოფლებში მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტითაა შესაძლებელი. სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა სამ საბავშვო ბაღსა და 17 საჯარო სკოლაში. თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში 100-120 სმ-ს აღწევს, ელექტრო ენერგია არ მიეწოდება მუნიციპალიტეტის უმეტეს სოფლებს.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში "აიპრესს" განუცხადეს დილიდან მიმდინარეობს დაზიანებული კერების აღდგენითი სამუშაოები, რაც შეეხება გზებს მერიის განცხადებით ადმინისტრაციული ერთეულების მიმართულებით გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაწყებულია. მათივე ინფორმაციით გადაადგილება შეუფერხებლადაა შესაძლებელი ბათუმი ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის შუახევის მონაკვეთზე. შუახევის მერიაში მოქმედებს 24 საათიანი საგანგებო შტაბი.

შსს-მ რუსთავში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავა

შსს-მ რუსთავში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავა

07 ივნისი, 2018

ამის შესახებ ინფორმაცია შსს ავრცელებს.  "შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად...

ახალი სტატიები