ხუციშვილი: გაზის საფასურიდან მეტი სარგებელი რომ დავიტოვოთ, რუსეთთან ურთიერთობების დაძაბვა არ გვიღირს

ხუციშვილი: გაზის საფასურიდან მეტი სარგებელი რომ დავიტოვოთ, რუსეთთან ურთიერთობების დაძაბვა არ გვიღირს

"ის პირობები, რომლითაც ჩვენ აქამდე ვიყავით და გახსოვთ, რომ ყოველ წელს გრძელდებოდა ეს ხელშეკრულებები ხომ, რუსეთისთვის ეკონომიკურად იყო უფრო წამგებიანი და ჩვენთვის უფრო მომგებიანი. თუ ჩვენ ვნთანხმდებით იმაზე, რომ რუსეთი არანაირად არ არის ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა, რატომ მოგვცემს უფრო შეღავათით ეს შეკითხვა უნდა დავსვათ", - ასე პასუხობს "ნაციონალურ მოძრაობას"  "გაზპრომთან" დადებული ხელშეკრულების პირობების გასაჯაროვებაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა ხუციშვილი . 

"ალტერნატივა არსებობს, მოდით ახლა ნუ ჩავკეტავთ ისე, რომ ჩვენ ამ პერიოდში იმისთვის, რომ გაზის საფასურის მეტი სარგებელი დავიტოვოთ, ამ ურთიერთობების დაძაბვა პოლიტიკურად ახლა არანაირად არ გვიღირს,“ - განაცხადა  ზაზა ხუციშვილმა "კურიერთან".

ცნობისთვის, "ნაციონლურმა მოძრაობამ"  "გაზპრომთან" გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროების მოითხოვნით სასამართლოს მიმართა. სხდომა 2018 წლის 20 მარტს არის ჩანიშნული.

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები