უგულავა: სააკაშვილის მიერ გირგვლიანის საქმეზე დაკავებულთა შეწყალება, პოლიტიკური შეცდომა იყო

უგულავა: სააკაშვილის მიერ გირგვლიანის საქმეზე დაკავებულთა შეწყალება, პოლიტიკური შეცდომა იყო

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას შეფასებით, სანდრო გირგვლიანის საქმეზე დაკავებულთა შეწყალება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ სამარტლებრივად სწორი, თუმცა პოლიტიკურად არასწორი იყო.

"უდიდესი ტრაგედია იყო. სამართლებრივად პრეზიდენტ სააკაშვილს ჰქონდა მათი შეწყალების უფლება. სამართლებრივად საქართველოს ნებისმიერ პრეზიდენტს აქვს დისკრეცია შეიწყალოს ნებისმიერი ადამიანი, მაგრამ ამავე დროს არსებობს პოლიტიკური პასუხისმგებლობაც. სამართლებრივად მას ჰქონდა ამის უფლება, პოლიტიკურად ეს იყო შეცდომა. ჩვენ არ უნდა ავურიოთ ორი სიბრტყე - სამართლებრივი და პოლიტიკური",- განაცხადა უგულავამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა. სააკაშვილს ბრალად ე.წ სანდრო გირგვლიანის საქმეში სამხედრო წოდების მსჯავრდებულის გერონტი ალანიას, მიხეილ ბიბილურის და ავთანდილ აფციაურის შეწყალებას ედებოდა.

სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 28 იანვარს მოკლეს.

ლევან გორგაძის მე-9 გამარჯვება და ფანტასტიური ბრძოლა! (ვიდეო)

ლევან გორგაძის მე-9 გამარჯვება და ფანტასტიური ბრძოლა! (ვიდეო)

21 მაისი, 2018

დღეს ზაფხულის ბაშოს მე-9 დღის შეხვედრები გაიმართა . ლევან გორგაძის (191სმ, 189კგ) მეტოქე დასავლეთის მე-3 მაეგაშირა, იაპონელი დაიეშო (181სმ, წონა 162კგ) იყო. დღემდე მათ შორის შეხვედრებში ლევანს სამი გამარჯვება ჰქონდა ერთი მარცხის წილ. დღეს ლევანმა...

ახალი სტატიები