თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები მთავარ პროკურორს დღეს შეხვდებიან

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები მთავარ პროკურორს დღეს შეხვდებიან

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი​ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები მთავარ პროკურორს დღეს შეხვდებიან.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მეუღლესთან, შვილთან და ძმასთან ერთად თბილისში დღეს გაემგზავრება.

მალხაზ მაჩალიკაშვილის ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრება ოჯახის ადვოკატიც.

ცნობისთვის, თემირლან მაჩალიკაშილი 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავში დაიჭრა. თემირლან მაჩალიკაშვილი თელავის კლინიკიდან თბილისში გადმოიყვანეს და მკურნალობას წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში აგრძელებდა.

ოჯახი მის გადაყვანას და მკურნალობის გაგრძელებას საზღვარგარეთ მოითხოვდა.

ზვიად დევდარიანი 8 პირის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

ზვიად დევდარიანი 8 პირის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

06 ივნისი, 2018

"სიდას" ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის 8 ივნისს სამოქალაქო კოლეგიაში სარჩელს 8 პირის წინააღმდეგ შეიტანს. როგორც მისმა ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა...

ახალი სტატიები