შუახევში 10 საბავშვო ბაღში უშუქობის გამო აღმზრდელობითი პროცესი არ განახლდა

შუახევში 10 საბავშვო ბაღში უშუქობის გამო აღმზრდელობითი პროცესი არ განახლდა

შუახევში გამოიდარა, დაბალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 20-40 სმ-ია, ხოლო მაღალ ზონაში 100-120 სმ.

დიდთოვლობამ მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში „აიპრესს“ განუცხადეს, 5000 აბონენტიდან 400 აბონენტი რჩება ელექტროენერგიის გარეშე. აღმზრდელობითი პროცესი ელექტრო ენერგიის არქონის გამო 10 საბავშვო ბაღში შეჩერებულია, თმცა მუშაობს ყველა სკოლა. "ენერგო- პრო ჯორჯია"-ს ინფორმაციით მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და დღის ბოლომდე მუნიციპალიტეტს შუქი სრული დატვირთვით აღუდგება.

რაც შეეხება გზებს დილიდან დაიწყო თოვლის გაწმენდითი სამუშაები, სამუშაოებს აჭარის საგზაო დეპარტამენტის 13 ხოლო მუნიციპალიტეტის მერიის ერთი ერთეული ტექნიკა ასრულებს. შუახევში მოქმედებს 24 საათიანი საგანგებო შტაბი.

მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი: ნენსკრა ჰესის პროექტი სვანეთის განვითარებაში უდიდეს როლს ითამაშებს

მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი: ნენსკრა ჰესის პროექტი სვანეთის განვითარებაში უდიდეს როლს ითამაშებს

27 აგვისტო, 2018

რამდენიმე დღის წინ მესტიაში ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელ კომპანია სს „ნენსკრა ჰიდროსა“ და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულების ფარგლებში...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები