ხულოში სამი სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

ხულოში სამი სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

ხულოში გამოიდარა, თუმცა დიდთოვლობამ გარკვეული პრობლემები შექმნა როგორც გადაადგილების ასევე ელექტროენერგიის კუთხითაც. სააღმზრდელო პროცესი აღსაზრდელების გამოუცხადებლობის გამო 6 საბავშვო ბაღში არ განახლებულა. სასწავლო პროცესი განახლდა მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში „აიპრესს“ განუცხადეს ამ ეტაპზე ელექტროენერგია მუნიციპალიტეტის სამ სოფელს არ მიეწოდება, ხულოს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით აღდგენითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. რაც შეეხება გადაადგილებას თორნიკე მიქელაძის განცხადებით დილიდან მიმდინარეობს სასოფლო გზებზე თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები. ხოლო იმ სოფლებსი სადაც ჯერ არა გაწმენდილი გზა გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსორტითაა შესაძლებელი. ხულოს უნიციალიტეტის მერიაში მოქმედებს 24 საათიანი საგანგებო შტაბი.

მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი: ნენსკრა ჰესის პროექტი სვანეთის განვითარებაში უდიდეს როლს ითამაშებს

მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი: ნენსკრა ჰესის პროექტი სვანეთის განვითარებაში უდიდეს როლს ითამაშებს

27 აგვისტო, 2018

რამდენიმე დღის წინ მესტიაში ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელ კომპანია სს „ნენსკრა ჰიდროსა“ და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულების ფარგლებში...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები