შს მინისტრი: გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმა, გავხადოთ ქართული პოლიცია კიდევ უფრო ეფექტიანი

შს მინისტრი: გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმა, გავხადოთ ქართული პოლიცია კიდევ უფრო ეფექტიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების პროცესში, ერთ-ერთი პრიორიტეტულ მიმართულებაა საპატრულო პოლიციის რეფორმის ახალ ეტაპი. დაწყებულია სტრუქტურული და შინაარსობრივი რეფორმის განხორციელება.

"შინაგან საქმეთა სამინისტროში გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმა, გავხადოთ ქართული პოლიცია კიდევ უფრო ეფექტიანი. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც ითვალისწინებს, მათ შორის, საპატრულო პოლიციის შემდგომ რეფორმირებას, კრიმინალური პოლიციის კომპლექსურ რეფორმას და საზღვრის ინტეგრირებულ მართვას. ამ რეფორმების გარკვეული ნაწილი უკვე დაწყებულია, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ საპატრულო პოლიციაში, სტრუქტურული რეფორმებისათვის პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია და თბილისის მთავარ სამმართველოში გამოყოფილია 5 ტერიტორიული სამმართველო, რომელთა გამოყოფამაც კიდევ უფრო გაზარდა მართვის ხარისხი და ოპერატიული რეაგირების სისწრაფე",- განაცხადა გახარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადავიდა უკონტაქტო პატრულირება და გაიზარდა ქვეითი პატრულ-ინსპექტორების რაოდენობა.

"ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროში ვქმნით მოქალაქეების მომსახურების ერთიან ცენტრს. ეს იქნება გარკვეული საპოლიციო სერვისების ერთ ადგილზე ინტეგრირებული პლატფორმა, ერთი ფანჯრის პრინციპით, ჩვენი მოქალაქეებისთვის"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, იქმნება მოქალაქეთა მომსახურების ერთიანი ცენტრი.

"ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროში ვქმნით მოქალაქეების მომსახურების ერთიან ცენტრს. ეს იქნება გარკვეული საპოლიციო სერვისების ერთ ადგილზე ინტეგრირებული პლატფორმა, ერთი ფანჯრის პრინციპით, ჩვენი მოქალაქეებისთვის",- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ასევე დღეს, დაიწყო გარემოსთან მეტად თავსებადი ავტომანქანებით ავტოპარკის განახლების პირველი ეტაპი. საქართველოს პოლიციის ავტოპარკი განახლდა 96 ჰიბრიდული და ელექტრო ავტომობილით, რომლიდანაც 45 ჰიბრიდული ავტომობილი გადაეცა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს.

ვეს მიტჩელი: საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა

ვეს მიტჩელი: საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა

21 მაისი, 2018

საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა და კიდევ უფრო მრავალმრივი გახდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის...

ახალი სტატიები