პრემიერი: საქართველოში ქურდული მენტალიტეტი ფეხს ვეღარასოდეს მოიკიდებს

პრემიერი: საქართველოში ქურდული მენტალიტეტი ფეხს ვეღარასოდეს მოიკიდებს

"მინდა დავარწმუნი ჩვენი მოსახლეობა, საქართველოში ქურდული მენტალიტეტი ფეხს ვეღარასოდეს მოიკიდებს, ეს გამორიცხულია. ამ მიმართულებით ჩვენ ვიქნებით თანმიმდევრული, ასევე დაუნდობელი, ვინაიდან ეს ჩვენი მოქალაქეების მშვიდ ცხოვრებას და ქვეყნის მომავლის შენებას ეხება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის შეფასებით, მნიშვნელოვანია შსს-ს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.

„შსს-ში მიმდინარეობს ძირეული ცვლილებების პროცესი. გიორგი გახარიას ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს ამ პროცესში. ეს ცვლილებები და სიახლეები ეხება ბევრ მიმართულებას, ეს არის კრიმინალური პოლიცია, საპატრულო პოლიცია, საზღვრის დაცვა, უბნის ინსპექტორების ინსტიტუტის გაძლიერება, ქვეითი პატრულის გაძლიერება და ა.შ.

დარწმუნებული ვარ, ეს ნაბიჯები შედეგს აუცილებლად გამოიღებს ქვეყანაში უსაფრთხოების გაუმჯობესების და ჩვენი მოქალაქეების დაცულობის კუთხით. ასევე მინდა მივესალმო უწყების გახსნილობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნა სპეციალური დეპარტამენტი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, რომ ამ მიმართულებითაც ჩვენ გვქონდეს ბალანსი ამ უწყებაში“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო

გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო

12 მარტი, 2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო. ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შესრულდა საქართველოსა და...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები