გიორგი კვირიკაშვილი: დროა, ქვეყანაში შავი ჯიპების ეპოქა დავასრულოთ

გიორგი კვირიკაშვილი: დროა, ქვეყანაში შავი ჯიპების ეპოქა დავასრულოთ
02 / 02 / 2018 16:31

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოვიდა ინიციატივით, რომ მინისტრთა კაბინეტმა „შავი ჯიპები“ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით ჩაანაცვლოს.

"მინდა, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მივმართო, რომ დროა, შავი ჯიპების ეპოქა დავასრულოთ საქართველოში, რადგან ყველას აღიზიანებს, მათ შორის მეც.
ეს არის გარკვეულად დამკვიდრებული პრაქტიკა, ვფიქრობ, როცა საუბარი იქნება პარკის შეცვლაზე, ჩვენ ამ შავ ფერზე უარი ვთქვათ, რადაგნ ვფიქრობ, დროა გადავიდეთ პირველ რიგში ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე და ჩავანაცვლოთ პირველ რგიში მინისტრების დონეზე, არა მხოლოდ მთავრობის, მთლიანად ხელისუფლების წარმომადგენლებს ეხებათ ეს, მათ შორის ძალოვან უწყებებსაც.

არავის დაუწერია წესი, რომ მაინცდამაინც შავი ჯიპით უნდა იაროს თუნდაც სამართალდამცავმა, ამიტომ ეს დაიწყება მინისტრებისგან და გავრცელდება თანდათან ყველგან. ამას ერთბაშად ვერ გავაკეთებთ, დიდი ფინანსური რესურსი დასჭირდება, მაგრამ მინისტრებმა დავიწყოთ და შემდეგ მოგვბაძავენ სხვები“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, გამონაკლისი შეიძლება იყოს დელეგაციების დახვედრისას, თუ ამას ეტიკეტი მოითხოვს.

„ამ შემთხვევაში შეიძლება გამონაკლის დავუშვათ, სხვა არც ერთ შემთხვევაში ჩემტვის არ იქნება მისაღები.

მგონია, ეს შავი მანქანების ეპოქა უნდა დავსრულოთ. საერთაშორისო ორგანიზაციები თეთრი მანქანებით მოძრაობენ, არ მგონია, უსაფრთხოების კუთხით რაიმე კომპრომისს უკავშირდებოდეს სხვა ფერის მანქანით სარგებლობა. უარი უნდა ვთქვათ შავი, დაბურული ჯიპებით სიარულზე“,-განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, დღეს იაპონიამ საქართველოს 96 ჰიბრიდული და ელექტრომანქანა აჩუქა, რომელიც საპატრულო პოლიციას გადაეცა. აღნიშნულ საკითხზე საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზეც.

„ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 96-ვე მანქანა გადაგვეცა საპატრულო პოლიციისთვის, რაც ვფიქრობ, კარგი გადაწყვეტილება იყო. საუბარია ჰიბრიდულ და ელექტრომანქანებზე, ეს არის მთლიანად ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება