მარგველაშვილი: ვიცოდი, ფიცის დადების წუთებიდან ვხდებოდი ის პრეზიდენტი, რომელიც გზას ვერავის დაუგებს

მარგველაშვილი: ვიცოდი, ფიცის დადების წუთებიდან ვხდებოდი ის პრეზიდენტი, რომელიც გზას ვერავის დაუგებს

საქართველოს პრეზიდენტი,ს გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ფიცის დადების წუთებიდან იცოდა, რომ შეზღუდული უფლებების მქონე პრეზიდენტი იქნებოდა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა, ლუბა ელიაშვილის საავტორო გადაცემა "დიალოგში" განაცხადა. 

"მაშინ შეზღუდული უფლებებ, რომ იყო, რა თქვა უნდა ვიცოდი. კონსტიტუცია 2010 წელს იყო შეცვლილი და 2013 წელს, მე უკვე ფიცის დადების მომენტში ვხდებოდი ის პრეზიდენტი, რომელიც გზას ვერავის დაუგებს, რომელიც ვერავის ყოფით პრობლემას ვერ გადაუწყვეტს, რომელიც ვერავის დააფინანსებს რაღაც მიმართულებით, ვიცოდი, იმაზე ნაკლებს მოვახერხებდი როგორც განათლების მინისტრი, როცა შემეძლო წიგნების უფასო დარიგება, ფაკულტეტების გაკეთება", - განაცხდა პრეზიდენტმა "დიალოგში" .

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები