პრეზიდენტი: ვერ წარმოვიდგენდი, რომ  ის ხალხი, რომელთან ერთადაც მე ვიბრძოდი, ასე შეიცვლებოდა

პრეზიდენტი: ვერ წარმოვიდგენდი, რომ ის ხალხი, რომელთან ერთადაც მე ვიბრძოდი, ასე შეიცვლებოდა

"ვერ წარმოვიდგენდი ასე შეიცვლებოდა ის ხალხი, რომელთან ერთად მე ვიბრძოდი", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლუბა ელიაშვილის საავტორო გადაცემა "დიალოგში" განაცხადა. 

"ეს დაპირისპირება რაც იქნებოდა, ამას ნამდვილად ვერც წარმოვიდგენდი და ვერანაირად ვერ განვჭვრეტდი, იმიტომ რომ ჩემთვის იყო აბსოლუტურად ბუნებრივი და გასაგები თამაში წესები, რომელ რეალობაშიც შევდიოდით იყო პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრეზიდენტი და ჩვენ ერთად, შეთანხმებულად უნდა აგვეღო პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე. თუმცა, სხვანაირად განვითარდა რეალობა. ის პროცესი რაც შემდეგ წარიმართა ვერ წარმოვიდგენდი, ჩემთვის იყო აბსოლუტურად მოულოდნელი", - განაცხადა პრეზიდენტმა. 

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები