112 წლის ფიქრიე და 107 წლის ხატიჯე - უხუცესები მაღალმთიანი აჭარიდან

112 წლის ფიქრიე და 107 წლის ხატიჯე - უხუცესები მაღალმთიანი აჭარიდან

ხულოს მუნიციპალიტეტ სოფელ დუაძეებში მცხოვრები ხატიჯე სოლომონიძე 107 წლისაა. სამწუხაროდ ბებომ თვისი ჯანმრთელობის მდგომარობიდან გამომდინარე „აიპრესთან“ დიდხანს ვერ ისაუბრა, თუმცა იგი გვიყვება, რომ 18 წლის ასაკში გარიგებით გაათხოვეს. მისივე თქმით იმ დროს სიყვარული რა იყო არცკი იცოდა.

ხატიჯე სოლომონიძეს 5 შვილი, 15 შვილიშვილი და 17 შვილთშვილი ყავს. ხატიჯე ბებო, რომელიც ლოგინსაა მიჯაჭვული შვილთან და რძალთან ერთად ცხოვრობს. რძალი მაყვალა სოლომონიძე "აიპრესთან“ ყვება, რომ ბებო ადრე ძალიან ჯანმრთელი და შეძლებული ქალი იყო, იცოდა ქსოვაც, ქარგვაც, და არაჩვეულებრივად უძღვებოდა ოჯახს, თუმცა ეხლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა.

მაყვალა ბოლქვაძე იმასაც აღნიშნავს, რომ ბევრ სიხარუთნ ერთდ ბებომ დიდი ტკივილებიც გადაიტანა დაეღუპა ქმარი და ერთი შვილიც.

ცნობისთვის, 2018 წელს, აჭარაში, 100 წელი შეუსრულდება 11 მოქალაქეს. 100 წელს გადაცილებული კი 27 მოქალაქე ცხოვრობს, აქედან ყველაზე უხუცესი, ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები, 112 წლის ფიქრიე ირემაძეა. 

შსს-მ რუსთავში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავა

შსს-მ რუსთავში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავა

07 ივნისი, 2018

ამის შესახებ ინფორმაცია შსს ავრცელებს.  "შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად...

ახალი სტატიები