ბექა დავითულიანი მშობლებს: გაყევით შვილებს ბაღში და ნახეთ რა საკვებს იღებენ-ნუ უსმენთ მედიას

ბექა დავითულიანი მშობლებს: გაყევით შვილებს ბაღში და ნახეთ რა საკვებს იღებენ-ნუ უსმენთ მედიას
04 / 02 / 2018 19:59

დედაქალაქის ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ, თბილისის ბაგა-ბაღების კვების რაციონსა და მენიუს, ქართული მედია თითქმის ყოველ დღე აკონტროლებს, რადგან აღსაზრდელების მშობლები ამბობენ, რომ მათი შვილების მენიუდან გარკვეული კატეგორიის ხილი, ფაფა და სალათები გაქრა.

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობაში კი აცხადებენ, რომ კვების რაციონი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით შეიცვალა, რაშიც გაერთიანებული ერების ორგანიზაცი იყო ჩართული.

"აიპრესთან" თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბექა დავითულიანი, ბაღების ირგვლივ ატეხილ სკანდალს შავ კამპანიას უწოდებს, რაც მისი აზრით სრულიად უსაფუძვლოა და შესაძლოა ბიზნეს უკავშირდება.


"რა ხდება ბაღებთან დაკავშირებით? პირველი ის რომ, შეიცვალა კომპანია, რომელიც აწვდის საკვებს ბაღებს, მეორე, შეიცვალა ბაღებში კვების რაციონი - მენიუ შეიცვალა. ამის ინიციატორი იყო ჯანდაცვის სამინისტრო. გაეროსა და ქართველი ექსპერტების ჩართულობით დაადგინეს, რომ ბავშვების ჯანსაღი კვებისთვის უმჯობესია და უფრო ოპტიმალურია ისეთი რაციონი, სადაც იქნება უფრო ნაკლები შაქარი ვიდრე აქამდე იყო, უფრო ნაკლები მარილი, საფუარი, ფქვილი და ა.შ. ეს ორი პროცესი ერთმანეთს დაემთხვა. ერთის მხრივ, როცა ამ მენიუთი შევიდა ახალი კომპანია, ბავშვი როცა ნაკლებ პურს იღებს, რაც მისი ჯანმრთელობისთვის უკეთესია, ჩნდება განცდა, თითქოს ვიღაცამ დააკლო, მაგრამ, არა! სამაგიეროდ კალორიას უნაზღაურებს უფრო ჯანსაღი პროდუქტი.

რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ მიზანმიმართულად, ხდება შავი კამპანიის წარმოება.

ვინ აწარმოებს ამ შავ კამპანიას?

ვერ გეუბნებით, არ მინდა ასე პირდაპირ, უაპელაციოდ დავადო ხელი ვიღაცას. ბიზნესია, ვიღაცეები კონკურენტები არიან, ეს ბაღების მომარაგებაც ჩვეულებრივი ბიზნესია. ამ საქმეს კი პოლიტიკური კონკურენტები იყენებენ...

რას ეტყოდით მშობლებს, რომლებიც ბაგა-ბაღებში მენიუს შეცლით შეშფოთებული არიან?

მშობლებს ვეტყოდი, თუ მოიცლიან, ერთი დღე თვითონ გაყვნენ, დასხდნენ, ნახონ რა საკვებს იღებენ მათი ბავშვები, როგორ უვლიან პედაგოგები და დამშვიდდებიან, ნაკლებად მოუსმინონ მედიას, რომელიც ავრცელებს ამ ინფორმაციებს და დაეყრდნონ რეალობას, რომელიც ბაღებშია", - აცხადებს ბექა დავითულიანი. 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება